მთვარის გაცილება

როცა გავაცილე მთვარე,
ცაზე ვარსკვლავები გაჩნდა.
და ამ მოწმენდილ ცაზე
უცხო ვარსკვლავები ჩანდა.

ფიქრი მოიტაცა ქარმა,
ღრუბელს მიეფარა ღამე.
შენი სიყვარულით ვიწვი,
განა დავაშავე რამე?

აი, დაჰკრა სხივმა ზეცით,
ქარი ამოვარდა გიჟი.
ღრუბლებს ერეკება, შავებს,
მე კვლავ სიყვარულით ვიწვი.

მთვარის გაცილება მახსოვს
როგორ ჩამოწვა ბინდი.
წლების მანძილზე მარტო
შენსკენ ნაბიჯებს ვთვლიდი.

შენკენ მომავალ გზაზე
ოცნებას ფიქრში ვცვლიდი
და გაცილებულ მთვარეს
ასე გავუბი ხიდი.

და ამ ხიდის იქით, ბილოს,
მთვარე მომღიმარი იდგა,
მისგან მომავალი სხივი
სულის სიამეს მგვრიდა.

ქარმა დამიბრუნა ფიქრი
და მეც ჩემს სათქმელს ვიტყვი.
მთვარე, მაპატიე, თუკი
უშენოდ ბედსა ვცდიდი.

შენთან გაცილების შემდეგ
სულის სიმარტოვე მღრნიდა,
ახლა დაგიბრუნდი ისევ –
შენთან ქორწინება მინდა.

როცა გაგაცილე, მთვარე,
ირგვლივ ჩამოწვა ღამე,
ვერც მზე აღწევდა წყვდიადს,
უშენოდ ბნელოდა, მთვარე.

ახლა დაგიბრუნდი ისევ,
შენთან ქორწინება მინდა!
მზისგან ვიგრძენი სითბო,
შენგან – სიყვარული წმინდა.

მასქური

Related posts

თეატრალური წარმოდგენა ჩხოროწყუში (1896 წელი)

მანუჯას წყარო სოფელ ლეწურწუმეში

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები ქალაქის მიმდებარე ქუჩებზე, რამდენიმე ლოკაციაზე განთავსდა.