სამშობლოს

 

ნისლში ცივად გახვეულა
გაყინული ფიქრი,
და შენამდე დროს და მანძილს
ფიქრით დროში ვითვლი.
უსამშობლოდ, უმამულოდ
ზამთარ-ზაფხულ ვიწვი.
ქართველი ვარ, ქართველობას
არაფერზე ვცვლიდი.
დრო ყველაფრის მკურნალია,
აწმყო – მაინც რთულია,
და მომავლის იმედი ასე საამურია.
ჩონგური და ვაზის ცრემლი,
კვნესის სალამურია,
დიდოვ ნანა, დიდოუ დო
იავნანინაო.
სიზმრად მესმის, ცხადში მიხმობს.
შენი ნანინაო,
შინა ვორგილ, ჩქიმი ნანა
ჰარალო და განდაგანა.
მთიდან არწივთ შეძახილი,
ჩაკრულო და ნენეს ნანა.
განა სხვისთვის მემეტება
დედის ტკბილი იავნანა?!
განა სხვაგან სად შობილა
მასქური და ჭითაგვალა?
ნაკუწ-ნაკუწ “აკნაძინა”,
სავანე ხარ, ქართველთ ბინა.
ნისლში ფიქრად გაყინულა,
რომ უშენოდ არ მაქვს “რინა”.

მასქური 22/12/16

აკნაძინა – მეგრული სიტყვაა და ნიშნავს შეკრებილს შეკოწიწებულს
რინა – ყოფა, ყოფნა

Related posts

თეატრალური წარმოდგენა ჩხოროწყუში (1896 წელი)

მანუჯას წყარო სოფელ ლეწურწუმეში

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები ქალაქის მიმდებარე ქუჩებზე, რამდენიმე ლოკაციაზე განთავსდა.