ყალიჩონას მღვიმე

ყალიჩონაში მოიპოვება ადამიანის უძველესი კვალი. არსებობს ტოპონიმიკის შესახებ განსხვავებუილი ხედვა. ნაწილი ადგილს ყალიჩავებს უკავშირებს, მეცნიერთა ჯგუფი ამ არგუმენტს უარყოფს

ყალიჩონას მღვიმე მდებარეობა: ჩხოროწყუს რ-ნი, სოფელი ნაკიანი, 250-260 მ ზღვის დონიდან. დახასიათება. საქართველოს უგრძესი კლასტოკარსტული მღვიმე. სიგრძე – 990 მ. გამომუშავებულია ნეოგენურ კონგლომერატებში. სუბჰორიზონტული ტალანის 18 დარბაზისებურად გაფართოებული უბნით. ტალანი გეგმაში მორკალულია, განშტოებებს თითქმის მოკლებულია. სართულიანობა სუსტად არის გამოსახული. კალციტური ნაღვენთები უხვადაა მე-15 დარბაზში. მღვიმის დანარჩენ ნაწილებში ჭარბობს ნგრეული მასალა. მღვიმე ძირითადად უწყლოა. მხოლოდ მე-18 დარბაზშია წყარო, რომელიც პატარა ნაკადულს წარმოქმნის და იქვე იკარგება ქანებში. გვხვდება ძველი მღვიმური ნაკადის მიერ გამომუშავებული ეროზიული კანიონისებური უბნები. მისასვლელი: დაბა ჩხოროწყუდან 8 კმ ბილიკებით

Related posts

დეიძახის ლოდი

იგორ ფიჩხაია მუხურის მღვიმის შესახებ ინფორმაციას და სურათს ავრცელებს

შურუბუმუ, მდინარე დეიძახი და უნიკალური მღვიმე