ღვთის უმადური ნუღარ იქნები

 

დილით აღმიძრა მთვარემ ფიქრები,
ზეციდან მოსწყდა გრძნობებს სიტყვები.
ადამიანად შობილო ქვეყნად,
ღვთის უმადური ნუღარ იქნები.

იძახი – მჯერა, იძახი, მწამსო,
ღვთის სიყვარული მტკივა და მკლავსო.
წირვებს ესწრები, ლოცულობ კიდეც,
მარხულობ, ამაყობ მამაო მყავსო.

ცოდვას ცოდვაზე ამატებ ისე,
ვერ გაგიგია სიღერმე და სივრცე.
აღარ იქნება კეთილი საქმე,
შურით იარო და გროში გასცე.

ბედს დასტირიხარ და უიღბლობას,
ასევე შესთხოვ უფალს წყალობას.
ბულბულს თუ ღმერთმა უბოძა ფრთები.
მისივე ნებით იწყებს გალობას.

გახსოვს, რომ გქონდა ლურჯი ოცნება?
გახსოვს, რომ გქონდა ცის სიღრმე სული?
გახსოვს, რომ გქონდა თავდაჯერება?
გახსოვს, რომ გქონდა კამკამა გული?

სადღა დაკარგე, ვიღამ გაგძარცვა?
უიღბლობამ თუ უცოდინრობამ.
უცოდინრობას შენ როგორ იტყვი,
ადვილი არის თქვა უიღბლობა.

უიღბლობაო, შენ ჩაიკვნესე
და უმადურად შეხედე გამჩენს,
სიცოცხლის მადლი ვერ დააფასე,
ახლა რად ელი მსუბუქ განაჩენს?

შენ მიუჩინე შენს თავს სასჯელი
უნდა გტკიოდეს, უნდა იტანჯო.
უმადურობდე, განიკითხავდე
და გულით არა, სიტყვით ნანობდე.

შენ სასწაულო, ქმნილებავ ღვთისა.
რად დაგიკარგავს რწმენა თავისა?
უშრომელობა, თავის მართლება.
მომტანი არის საქმის ავისა.

პატარა-დიდო ადამიანო,
სიხარულისგან ვით განარჩიო
სიამოვნებას ადევნებულხარ,
ბენიერება რომ განაბნიო.

სად არის შველა, სად არის მხსნელი?
ფარად ვიშიშვლოთ წარსული, ძველი.
ჩვენ არ ვიცოდეთ, სხვებს კი ვასწავლოთ
უიღბლო ვარო, თუმცაღა – ბრძენი.

პატარა-დიდო, გახსოვდეს მარად
აღარ ჰყვავიან ზამთრად იები
ადამიანად შობილო ქვეყნად,
ღვთის უმადური ნუღარ იქნები.

 

მასქური

 

Related posts

თეატრალური წარმოდგენა ჩხოროწყუში (1896 წელი)

მანუჯას წყარო სოფელ ლეწურწუმეში

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები ქალაქის მიმდებარე ქუჩებზე, რამდენიმე ლოკაციაზე განთავსდა.