სსიპ ნაკიანის თემის საჯარო სკოლა

1897 წელს სოფლის მღვდელმა ფილიპე კვარაცხელიამ საკუთარ სახლში ორკლასიანი სასწავლებელი გახსნა, სადაც მასწავლებლად მისი მეუღლე და შვილი მუშაობდა, მანვე თავისავე ეზოში 1899 წელს საკუთარი სახსრებით ააგო სკოლისათვის შენობა.

1901 წელს სკოლა გადაკეთდა ორკლასიან სასწავლებლად. იმის გამო, რომ სკოლა სოფლის განაპირას, ლეკვარაცხელეს უბანში იყო, ხალხის მოთხოვნით და მათ მიერ შეგროვილი თანხით უყიდიათ ხის შენობა და დაუდგამთ ლეყალიჩეს უბანში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სკოლის აშენების თაოსნები ყოფილან ზაქარია და თეოფანე ყალიჩავები, ერმინე ჯიქია. აღნიშნულ სკოლაში მასწავლებლად უმუშავიათ სამსონ და დავით კვარაცხელიებს. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ხსენებული სკოლა ოთხწლიან დაწყებით სკოლად გადაუკეთებიათ, ხოლო 1931 წელს შვიდწლიანი სკოლა გაუხსნია, 1933 წელს აღნიშნული სკოლა გადმოუტანიათ ცენტრში და მიუშენებიათ საკლასო ოთახები. დასახელებული შვიდწლიანი სკოლის პირველი დირექტორი იყო იროდი ბებია; მასწავლებლად მუშაობდნენ ლავრენტ ნაჭყებია, ლავრენტი გამსახურდია, ოლია, ტრიფონ, პაისი, ლევან ვეკუები, ევგენ და გალაქტიონ ძიმისტარიშვილები.

 1940 წელს ნაკიანში საშუალო სკოლა გაიხსნა და დირექტორად ტატიანა ძიმისტარიშვილი დაამტკიცეს. ომისა და ომის შემდგომ წლებში აქ პედაგოგები იყვნენ: ოლიფანტე ქარჩავა, აგრაფინა ყალიჩავა, ნათელა ძიძიგური, ვალია უჩანეიშვილი, მაგდანა დოლბაძე, მამანტი ყურაშვილი, შოთა ნაჭყებია, ალიოშა ბერაძე, ბაგრატ ვეკუა, ვახტანგ ჟვანია, თინა ჯანაშია, ტატიანა ჭეჟია, ევგენი ყალიჩავა, გიგანტი თოდუა, ვერა ფირცხელავა, მარუსია მამფორია, ვლადიმერ ქარჩავა. სხვადასხვა დროს ნაკიანის საშუალო სკოლის დირექტორებად მუშაობდნენ: ისაკ ქებურია, ვლადიმერ მამფორია, ილია ახალაია, შალვა ფირცხელავა, ამირან ჭეჟია,

მასწავლებლები:16

მოსწავლეები:47

Related posts

ვალერიან ახალაია სოფელ ნაკიანის შესახებ

ნაკიანი. ჯვრისწერა და ხელისმომკიდეები

ლეახალეს წმინდა გიორგის ეკლესია ნაკიანში