“სოფლის აკადემია” ჩხოროწყუში იხსნება

15 ნოემბერს, პარასკევს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჩხოროწყუს ეთნოგრაფიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ახალი პროექტის პრეზენტაცია.


პროექტი “სოფლის აკადემია” ხორციელდება ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მიერ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიისა და “ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია”ს თანამშრომლობით.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (CSRDG) -ის მიერ და მიზნად ისახავს ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობას რეგიონში.
ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გიწვევთ მოცემულ ღონისძიებაზე დასასწრებად.

ღონისძიების დასაწყისი 12:00
ღონისძიების ადგილი: ჩხოროწყუს მყნიციპალიტეტი, ქალაქ ჩხოროწყუს ეთნოგრაფიული მუზეუმი, საკონფერენციო დარბაზი

Related posts

სოფელ ლესიჭინეში დედამიწის დღე აღინიშნა

დათო გოგუას სამუშაო დღე სოფელ კირცხში

ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ მორიგი გამარჯვება