სიმონ თოლორდავა- წითელი ტერორისტის ამბავი

ავტორი: chkhorotskuge
0 კომენტარები

სიმონ თოლორდავა საბჭოთა პერიოდში გმირად იყო გამოცხადებული. მისი ისტორია საინტერესო, მაგრამ წინააღმდეგობრივია. თემას ტაბუ არ უნდა ედოს და ამიტომ ჩვენც გადავწყვიტეთ ამ  ადამიანის ცხოვრებაზეც  დაგვეწერა. ჩანაწერი სუბიექტურია და   ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაზე პრეტენზია არ გვაქვს.

  იყო მკვლელი, ბანდიტური რაზმის ხელმძღვანელი, მაგრამ გაბედულებას   ვერ დავუკარგავთ.

სიმონ  გახას ძე თოლორდავა 1878 წელს  სოფელ  მუხურში დაიბადა. დაამთავრა ადგილობრივი ორკლასიანი სასწავლებელი.  სოფლის კანცელარიაში მდივნად მუშაობდა. ამ პერიოდში   სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში შესვლა გადაწყვიტა.

 მიწის და ტყის გამო მოხდარ კონფლიქტში სიმონის ძმა ბახვა მოუკლავთ.   ზუსტად ამ  ფაქტის გამო საკუთარ ჯგუფთან ერთად   თოლორდავა თავად პლატონ დადიანის სახლს მიადგა, ეზოში გამოიყვანა და მოკლა.

banner

შეგახსენებთ, პლატონი პირველი ქართველი პარლამენტარის, სამსონ დადიანის მამა იყო. როგორც ირკვევა,  მკვლელმა მუხურელებს  მკვდრის დატირება აუკრძალა. ძნელია  მაშინდელი  სოფლის გაყოფა   ახლა გავიგოთ. ცხადია, სიმონს და პლატონს თავისი მხარდამჭერები ეყოლებოდათ. ძმის მკვლელობაზე  გაბრაზებული კაცი უცებ შეიცვალა, ტერორისტულ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთო. კანონმა კი ის კანონგარეშედ გამოაცხადა.

 მუხურიდან მისი  წასვლის შემდეგ  გენერალ-გუბერნატორმა ჯამბაკურ ორბელიანმა პლატონ დადიანის პატივით დაკრძალვის შესახებ განკარგულება გასცა. დავალების შესრულება ზუგდიდის მაზრის უფროს, კელამოვს დაევალა. დაკრძალვაზე 600 გლეხი მივიდა.  მათი ნაწილი შესაძლოა ძალითაც მიეყვანათ,მაგრამ ექვსასი კაცის იძულება და მათრახით ცემა საბჭოთა მითი გვგონია.

  დაუმორჩილებელთა მიმართ  მკაცრი ზომები იქნა მიღებული.   კაზაკებმა  დუქნები და საცხოვრებელი სახლები გადაწვეს. ქალები მონასტერში მიიიმალნენ, მაგრამ იქაც მკაცრი ზომები იქნა გატარებული.

 გ.ციალაძე-წახნაგიას თქმით, სასტიკად აწამეს სიმონ თოლორდავას დედა, ხოლო მისი მეზობელი ელენე გახარია შვილთან ერთად დაიღუპა.

სიმონი გურიაში მიიმალა, მაგრამ 1905 წელს  დააკავეს. საკნიდან გვირაბით გამოიპარა. გურიაში მას მიეწერება წარწერა“ ნიკოლოზ მეფე უნდა მწყემსავდეს ღორებს“  დევნილი ტერორისტი 1914 წელს დააპატიმრეს და სამუდამო კატორღა მიესაჯა. მკაცრად დასაჯეს მისი მეუღლე და შვილებიც.

 სიმონი 1917 წელს  ციხიდან გამოდის, ქმნის ტერორისტულ 500 კაციან ჯგუფს, რომელიც მთელი მაზრის ტერიტორიაზე ტერორიზმით იყო დაკავებული

მალე კვლავ დააპატიმრეს და ციხეშივე გარდაიცვალა . დაკრძალულია მუხურში.   

შეიძლება დაგაინტერესოთ:

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00