1.6K ტელეკომპანია “მაესტროს” პირდაპირ ეთერში ჩხოროწყუს მერმა დათო გოგუამ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა რეგიონალური განვითარების ფონდი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს 3 მილიონით აფინასებს. პრიორიტეტებად დასახელდა საგზაო ინფრასტრუქტურა,წყალმომარაგება და ქალაქის ცენტრი. https://www.facebook.com/chkhorotsku/videos/609366862944282/ მერის ინფორმაციით, 2012-2019 წლებში სოფლად მისასასვლელი გზები უკვე ძირითადში მოწესრიგდა. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითად მიმართულებებად დასახელდა: ხაბუმე- ჭოღის სამ კილომეტრიანი გზის მოწესრიგება;ლეტეშის უბანში 3 კმ-იანი მონაკვეთის გზის დაგება; 4 კმიანი ბეტონის საფარის დაგება სოფელ მეორე ჭოღაში; ლეწურწუმეში, ჯუმითის უბანში 4 კმ-იანი ახალი საფარი ხანწკში 4კმ-იანი ახალი გზის საფარი ( 2020-2021 წლებისთვის) წყალმომარაგება: სოფელ მუხურში უკვე დაიხარჯა მილიონ ნახევარ ლარზე მეტი და სამუშაოები დასრულებულია ლეწურწუმე მუშაობა მიმდინარეობს საპერტაიოს უბანში. უზრუნველყოფილია: 60 ოჯახი. მათთვის შეიქმნა ახალი ქსელი. იგეგმება ლეწურწუმის ცენტრის წყალმომარაგება;ეგიარზენის უბნის წყალმომარაგება. სოფელ ნაფიჩხოვო ძველი ქსელის სრული რეაბილიტაცია, რომელიც კოროზირებული იყო და მოსახლეობისთვის ხიფათს წარმოადგენდა. არსებობს 24 საათიანი წყალმომარაგება 400 ოჯახისთვის. ტურიზმი: მიმდინარეობს კვლევა. (გვალაშარა , შურუბუმუ, ღუნჯი, ტობავარჩხილი ) აშენდა რამდენიმე საოჯახო ტიპის სასტუმრო შენდება სამი სასტუმრო მუხურში . მათი საერთო ღირებულებაა 14 მილიონი ლარი სკოლები და ბაღები 2021წლისთვის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა რეაბილიტირდება; უკვე აშენდა 7 ახალი საბავშვო ბაღი; 17 საბავშვო ბაღი ნაწილობრივ ან სრულად რეაბილიტირებულია; ბაღებში სამჯერადი კვება დაწესდა იგეგმება 4 ახალი ბაღის მშენებლობა რეაბილიტირდება 8 ახალი საბავშვო ბაღი 12 სკოლა რეაბილიტირდა აშენდა ახალი სკოლა სოფელ კირცხში შენდება ახალი სკოლა მოიდანახეში ( სოფელი ხაბუმე) 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post სიმონ თოლორდავა- წითელი ტერორისტის ამბავი next post შავლეგ შელია – ქვეყნის ჯარისკაცი, რომელმაც რამდენიმე პროფესიასთან ერთად სახვითი ხელოვნებაც აითვისა