სახელმწიფო რეესტრს ახალი გეოგრაფიული აღნიშვნა “მუხურის თაფლი” დაემატა

საქპატენტის ყოფილი ხელმძღვანელი მინდია დავითაძე წერს:

“მეგობრებო, ერთი სასიამოვნო სიახლე მინდა გაგიზიაროთ – სახელმწიფო გეოგრაფიული აღნიშვნების რეესტრს – „მუხურის თაფლი“ დაემატა.

გეოგრაფიული აღნიშვნა ეს არის გეოგრაფიული ადგილის დასახელება, რომელიც გამოიყენება იმ პროდუქტის მოსანიშნად, რომლის განსაზღვრული თვისებები ან რეპუტაცია სწორედ ამ გეოგრაფიულ ადგილთან არის დაკავშირებული.

“მუხურის თაფლის“ გეოგრაფიულ აღნიშვნად რეგისტრაცია, კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ ხარისხსა და თვისებებს, რაც ერთმნიშვნელოვნად, შეუწყობს ხელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მეფუტკრეობის განვითარებას, პროდუქტის ცნობადობისა და მასზე მოთხოვნის გაზრდას.

აქვე სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ „მუხურის თაფლის“ გეოგრაფიულ აღნიშვნად რეგისტრაციასთან დაკავშირებით სამუშაოები, ჩემი ხელმძღვანელობის დროს, სწორედ ყოფილი პრემიერის – გიორგი გახარიას დავალებით დავიწყეთ, რაც შემდგომში პროდუქტის რეგისტრაციით დასრულდა.#გეოგრაფიულიაღნიშვნა#მუხურისთაფლი#ჩხოროწყუ

Related posts

ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან

სოფელ ლესიჭინეში დედამიწის დღე აღინიშნა

დათო გოგუას სამუშაო დღე სოფელ კირცხში