როცა სიკეთე გადამდებია

გვერდი My city – Chkhorotsku “ფარული” ქველმოქმედების შესახებ საინტერესო სტატუსს აქვეყნებს:

მინდა სიხარულით დავპოსტო, რომ ერთი ღვთისნიერი ჩხოროწყუელი დამიკავშირდა. რომელსაც, გუშინ, ჩხოროწყუს ცენტრში ინვალიდის ეტლით მოსიარულე მამაკაცი უნახავს. მისმა ნახვამ გული ატკინა და სიკეთის გაკეთების სურვილი აღუძრა. მეუბნება: იქნებ არიან ისეთები, ვისაც გასეირნება სურს და ვერ ახერხებენ, არ აქვთ ეტლი. მე არ ვიცნობ. მოდი გვერდზე დავდოთ, იქნებ გამოჩნდნენ და მადლიო!! მეგობრებო, თუ ვინმეს იცნობთ ამ კეთილ ადამიანს (რომელსაც არ სურს მისი სახელით გასაჯაროება) შეუძლია უსასყიდლოდ გადასცეს ვისაც ნამდვილად სჭირდება და არ აქვს. ეტლი ყველა ასაკის ადამიანითვისაა. ნახმარია, მაგრამ კარგ მდგომარეობაში. განვმეორდები! ამ ღვთისნიერ ქალბატონის სურვილია, იმას გადასცეს, ვისაც, ინვალიდის ეტლი საერთოდ არ აქვს და ძალინ სჭირდება გადასაადგილებლად… თუნდაც იმისთვის, რომ სუფთა ჰაერზე გავიდეს და გაისეირნოს!!მსურველებმა გვერდზე მომწერეთ და მე გადაგამისამართებთ…!! ასეთი ხალხი მიყვარს!! ეს სიკეთე და სიყვარული მახარებს… უფალმა შეგიწიროთ და გაგახაროთ!!”

Related posts

სოფელ ლესიჭინეში დედამიწის დღე აღინიშნა

დათო გოგუას სამუშაო დღე სოფელ კირცხში

ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ მორიგი გამარჯვება