ნუგზარ ჟვანია ბესარიონ ქებურიას შესახებ ერთ ისტორიას გვიყვება

პირველი ქართველი მფრინავის ბესარიონ ქებურიას ხიფათიანი ცხოვრება ცნობილია. იგი ახალგაზრდობიდანვე გაიტაცა ფრენის სურვილმა და ამ მიზნის მისაღწევად ბევრი იბრძოლა. იგი მსოფლიოში ცნობილი ფრანგი ავია-კონსტრუქტორის ბლერიოს მოწაფე გახდა და ავიატორის პროფესიას დაეუფლა, რომელიც მაშინ უცხო ხილი იყო საქართველოში.

ბესარიონ ქებურია

ის პირველი ქართველი მფრინავია, რომელმაც საფუძველი დაუდო როგორც ქართულ ავიაციას,ისე ავიასპორტს.

იგი საჩვენებელ ფრენებს ატარებდა ევროპისა და რუსეთის დიდ ქალაქებში და ხალხი აღტაცებაში მოჰყავდა.უკვირდათ ადამიანის ფრენა და მას ეშმაკეულს უწოდებდნენ. მიუხედავად წარმატებული ფრენისა, ბევრჯერ მარცხიც განუცდია და ჩამოვარდნილა. არაერთხელ დამტვრეულა, მძიმე ტრავმა მიუღია, მაგრამ უკან არ დაუხევია და გამოჯანმრთელებული ისევ ჩაჯდებოდა თავისი ხელით აგებულ საფრენ აპარატში, ისე აკეთებდა ჰაერში „ტრიუკებს”, თითქოს არასდროს ენახა მარცხი. ხუმრობდნენ კიდეც: ბესარიონი ისე მიეჩვია ჩამოვარდნას, რომ იცის, როგორ დაეცეს მიწაზე, ნაკლებად რომ არ

დაშავდესო. ეს ხუმრობა არც თუ უსაფუძვლო იყო. როგორც თავში ვთქვი, იგი ხანდაზმულობის ჟამს თავის სოფელში, ქვედაჩხოროწყუში, ჩამოდიოდა, აქ ცხოვრობდა, ფიზიკურად მუშაობდა,

სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა. ერთ შემოდგომას, როგორც ყოველთვის, ჩალას აბინავებდა.

სამეგრელოში მაშინ, უფრო მეტად, ჩალას ხეზე ჰკიდებდნენ, რასაც თავისებური ცოდნაც სჭირდებოდა.

ბესარიონმა ეს კარგად იცოდა და თვითონ ავიდა ხეზე. დიდი ზვინი გამოუვიდა. ხე დაიტვირთა, სიმძიმეს ვერ გაუძლო და წაიქცა.

ქალებმა კივილი მორთეს, მეზობლებმაც მოირბინეს და წაქცეული ზვინის სასწრაფოდ დაშლას შეუდგნენ. ამ დროს გვერდით მდგარ ხეზე შემომჯდარი მომღიმარი ბესარიონი დაინახეს. როგორც კი ხე გადაიხარა მას პროფესიულმა ალღომ უშველა და მეორე ხეზე უშფოთველად გადახტა თურმე. იცინოდა, თან ხუმრობდა: „სამი მეტრიდან რა უნდა დამმართნოდა სამასი მეტრიდან ჩამოვვარდნილვარ და არაფერი დამშავებიაო”.

Related posts

ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს

ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან

1966 წელს ბესარიონ ქებურიას ძეგლი გაიხსნა