ნინო ჯომიდავა – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 6 ოქტომბრის მდგომარეობით გვაქვს 8 დადასტურებული შემთხვევა.

ჩხოროწყუს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჯომიდავა პანდემიის გავრცელების დღიდან მედიასთან აქტიურად თანამშრომლობს და ჩვენს კითხვებს ოპერატიულად პასუხობს.

სამწუხაროდ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კოვიდ19ს შემთხვევები უკვე დაფიქსირდა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 6 ოქტომბრის მდგომარეობით გვაქვს 8 დადასტურებული შემთხვევა.

ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ ჩატარდა ჩაღმავებული ეპიდკვლევა,მოძიებულია კონტაქტები.კონტაქტების რაოდენობა – 173.

 მოეხსნა ზედამხედველობა 2-ს და ამ დროისთვის დაკვირვების ქვეშ გვყავს 171 მოქალაქე.

———————————————————————————————————–

ნინო ჯომიდავა

ქალბატონო ნინო. როგორ შეააფასებდით საფრთხებს და რამდენად  შესაძლებელია მაჩვენებლის ზრდა და მიმდინარეობს თუ არა კონტაქტების კვლევა ?

– 2 ოქტომბრამდე ჩხოროწყუ “მწვანე ზონის” სტატუსს ინარჩუნებდა. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დადებით შემთხვევებ ველოდებოდით და სრულ მზადოფნაში ვიყავით.

სამწუხაროდ მომავალშიც ინფიცირებულთა რაოდენობის მატება მოსალოდნელია. ზოგიერთი ადამიანი ვირუსს გადაიტანს უსიმპტომოდ,ზოგიერთი მსუბუქად, თუმცა გართულებებსაც არ გამოვრიცხავთ.ყველაფერი ადამიანის ორგანიზმზეა დამოკიდებული.

ალბათ დამეთანხმებით ჩხოროწყუელთა უმრავლესობა  ნიღაბს არ იყენებს. მეტიც , გავრცელებულია დამღუპველი მითები , თითქოს კორონა მოგონილია,  ავადმყოფებს ძალით ამატებენ, წინასაარჩევნო ტრუკია და ა.შ. რას ეტყოდით ჩვენი ელექტრონული ქსელის მკითხველებს

ზოგიერთ ადამიანს არ სჯერა ვირუსის არსებობის და ეს ცუდია.ვირუსი არსებობს!!!საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს ,რომ ეს წინა საარჩევნო აფიორაა და ქვეყანაში განვითარებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას სერიოზულად არ უყურებენ.

მე, არავის შეშინება არ მინდა და არც სტრესულ მდგომარეობში ჩაგდება,მაგრამ სათქმელი უნდა ვთქვა,თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს შესაძლებელია სავალალო შედეგები დადგეს! დღეს არსებული მდგომარეობა ჩვენს მუნიციპალიტეტსი საგანგაშოო არ არის,მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.

თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს შესაძლებელია სავალალო შედეგები დადგეს!

————————————————————————-

მოვუწოდებ მოსახლეობას: დავიცვათ ხველების და ცემინების ეტიკეტი!ვატაროთ პირბადე!დავიცვათ დისტანცირება! თავი მოვარიდოთ თავშეყრის ადგილებს! აუცილებელია სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვა!ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება! გისურვებთ ჯანმრთელ სიცოცხლეს!

Related posts

სოფელ ლესიჭინეში დედამიწის დღე აღინიშნა

დათო გოგუას სამუშაო დღე სოფელ კირცხში

ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ მორიგი გამარჯვება