მცირე საგრანტო პროექტის “ფერადი ზებრა“-ს დასკვნითი ღონისძიება.

2023 წლის 11 მაისს, სსიპ – რამინ დიხამინჯიას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლაში გაიმართა USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა / USAID Civic Education Program-ის ფარგლებში დაფინანსებული მცირე საგრანტო პროექტის “ფერადი ზებრა“-ს დასკვნითი ღონისძიება. პროექტი “ფერადი ზებრა“ განხორციელა სამოქალაქო განათლების კლუბმა – “ვოიაჯერ 3“. პრეზენტატორებმა მიმოიხილეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და ისაუბრეს მის მნიშვნელობაზე. ასევე, უპასუხეს აუდიტორიის მიერ დასმულ კითხვებს. ჯგუფის წევრების მიერ, დაანონსდა “ფერადი ზებრა“-ს სასკოლო კლუბად გადაკეთების გადაწყვეტილება. დახურვის ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრები: ქალაქ ჩხოროწყუს მერის მოადგილე ბატონი ვალერ თოდუა და ასოციაცია ,,ათინათი/Atinati”-ის წარმომადგენელი ქალბატონი თამარ გამსახურდია. პროექტი ეხებოდა მოსწავლეთა მიერ საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობას. პროექტის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობაში საგზაო უსაფრთხოების კუთხით ცნობიერების ამაღლება, საგზაო დარღვევების გამოვლენა და პრევენცი. “ფერადი ზებრა“-ს სასკოლო კლუბად ჩამოყალიბება დაეხმარება საზოგადოებას საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემაში გარკვევასა და გათვითცნობიერებაში. პროექტი განხორციელდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიერ დაფინანსებული მცირე გრანტის ,,ფერადი ზებრა“-ს ფარგლებში.

ტექსტი მოამზადა მაიზერ სიჭინავამ

Related posts

სოფელ ლესიჭინეში დედამიწის დღე აღინიშნა

თეატრალური წარმოდგენა ჩხოროწყუში (1896 წელი)

დათო გოგუას სამუშაო დღე სოფელ კირცხში