ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით მშვიდობისა და განვითარების აკადემიაჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 13 ადმინისტრაციულ ერთეულში 70 წელს გადაცილებულ 256 მარტოხელა ხანდაზმულსსაკვებით და ჰიგიენური საშუალებებით დაეხმარა.
ბენეფიციარების მოძიებასა და პროცესის ორგანიზებაში ასოციაცია „ბილიკი“ მონაწილეობდა, რომელიც პროექტის რეგიონული პარტნიორია. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.