სიახლეები საქველმოქმედო აქცია ჩხოროწყუში by chkhorotskuge 03/07/2020 written by chkhorotskuge 03/07/2020 2.2K ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მუნიციპალიტეტში წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელმა ხათუნა მიქავამ, მერის მოადგილესთან, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან ერთად, მოწყვლად ჯგუფებს სასურსათო პროდუქტი და ჰიგიენის საშუალებები გადასცეს. ხათუნა მიქავა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი მუნიციპალიტეტის მერიამ მოწყვლადი ჯგუფების დახმარების მიზნით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციისგან USAID -ის მხარდაჭერით 16 600 ლარის ღირებულების სასურსათო პროდუქტი და ჰიგიენის სამუალებები მიიღო. დახმარება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 100 ოჯახს გადაეცემა. ჩხოროწყუს მერიასა და წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობისმემორანდუმის საფუძველზე მერია და წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას და მჭიდროდ თანამშრომლებენ ჰუმანიტარული საქმიანობისა და კატასტროფების მართვის სფეროში ჯანდაცვასა და სოციალური მიმართულებით. ჩხოროწყუს მერი დათო გოგუა ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძო სექტორთან ერთად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 3000 -ზე მეტ შეჭირვებულ ოჯახს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მარტოხელა ხანდაზმულებს უკვე დაეხმარნენ. 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post 70 წელს გადაცილებულ 256 მარტოხელა ხანდაზმულს ჰუმანიტარული დახმარება გაეწია next post მერიის დასუფთავების სამსახური ქალაქის გალამაზებისთვის You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026