სოფელი ლესიჭინე ლესიჭინე — „მოყვარულთა თასი 2026“-ის ჩემპიონია! by chkhorotskuge 30/06/2026 written by chkhorotskuge 30/06/2026 90 „მოყვარულთა თასი 2026“-ის გრანდიოზული ფინალი დასრულდა! ერთმანეთის პირისპირ ლესიჭინისა და კირცხის გუნდები წარდგნენ და მაყურებელს ნამდვილი საფეხბურთო სანახაობა აჩუქეს. ფინალის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეხვედრა ფრთხილი და ტაქტიკური ფეხბურთით დაიწყო. ორივე გუნდი მოთმინებით ელოდა საკუთარ შანსს და ზედმეტ რისკზე არ მიდიოდა, რადგან სასწორზე მთავარი ჯილდო — ჩემპიონობა იდო. პირველი გადამწყვეტი ნაბიჯი ლესიჭინემ გადადგა, რომელმაც ანგარიშის გახსნა მოახერხა, მალევე კი უპირატესობა ორამდე გაზარდა. პირველი ტაიმი ლესიჭინელთა სრული უპირატესობით დასრულდა — 2:0. მეორე ნახევარში კირცხი აქტიურად ჩაერთო ბრძოლაში და ანგარიშის შემცირებას ცდილობდა, თუმცა შეტევების ფონზე საკუთარ კარში მესამე გოლი მიიღო. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, კირცხელებმა ბრძოლისუნარიანობა არ დაკარგეს, ორი გოლი გაიტანეს და შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნეს — ანგარიში 3:2 გახდა. ფინალის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ეპიზოდი სწორედ ამის შემდეგ შედგა — კირცხი მთელი ძალებით შეტევაზე გადავიდა და გათანაბრებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ლესიჭინელთა მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი და საკუთარი გუნდი გადარჩენის ტოლფას ეპიზოდში იხსნა. სწორედ ამ მომენტის შემდეგ, სწრაფი კონტრშეტევის შედეგად, ლესიჭინემ მეოთხე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 4:2! განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გულშემატკივრების საოცარი მხარდაჭერა. ტრიბუნებზე შექმნილმა ატმოსფერომ ფინალს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რამდენად უყვარს ჩხოროწყუს ფეხბურთი. მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა საზეიმო დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ მოყვარულთა ლიგის დელეგატები. მათ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები, ასევე ტურნირის გამორჩეული მონაწილეები დააჯილდოვეს. „მოყვარულთა თასი 2026“-ის გამარჯვებული ლესიჭინის გუნდი ღირსეულად წარმოადგენს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს რეგიონული მოყვარულთა ლიგის გათამაშებაში. ვუსურვებთ წარმატებულ ასპარეზობას, ღირსეულ ბრძოლას და კიდევ არაერთ გამარჯვებას! გილოცავთ ჩემპიონობას, ლესიჭინე! დამსახურებული გამარჯვება, დაუვიწყარი ფინალი და კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩხოროწყუს საფეხბურთო ისტორიაში! ამით სრულდება „მოყვარულთა თასი 2026“-ის საფეხბურთო დღეების ისტორია, რომელმაც უამრავი ემოცია, დაძაბული შეხვედრა, ლამაზი გოლები და დაუვიწყარი მომენტები გვაჩუქა. ფოტო და ინფორმაცია: ბაჩი თოდუა ბაჩი თოდუაფეხბურთიფეხბურთი ლესიჭინეში 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა next post ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა You may also like ლესიჭინელი პატარა ფეხბურთელები გასვლითი შეკრებისთვის ემზადებიან 29/07/2025 აკაკი ხორავას მუზეუმი ოჩხომურში 24/07/2025 სოფელ ლესიჭინეს ტოპონიმიკა კრებულის მიხედვით 22/06/2025 სოფელ ლესიჭინეში დედამიწის დღე აღინიშნა 24/04/2024 მშენებარე ბაღი ლესიჭინეში 31/01/2024 ლესიჭინეს თემის ახალგაზრდულ კლუბ „ჭყიტას“ ბაზაზე ახალგაზრდული სასწავლო... 27/07/2023 სოფელი ლესიჭინე- ყველაზე სუფთა სოფელი 01/05/2023 გაზეთი “ცნობის ფურცელი”1903 წლის მუხურისა და ლესიჭინეს შესახებ... 27/02/2023 ჯაგა სიჭინავას ნაამბობი 04/12/2021 ციმბირული ლარიქსი სოფელ ლესიჭინეში 02/04/2021