მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები (ნუგზარ ჟვანიას ხელნაწერი წიგნიდან)

სოფელ ხაბუმიდან 250 ადამიანი მეორე მსოფლიო ომიდან ვერ დაბრუნდა. ხაბუმის სკოლაში ნუგზარ ჟვანიას ხელნაწერი წიგნი ინახება, სადაც ბევრი ინფორმაცია, ფოტომასალა და სხვა ტიპის ცნობა. სრული სკანირება უახლოეს ხანში იგეგმება .მანამდე კი ფრაგმენტები და ფოტომასალა

ხელნაწერი წიგნის ყდა. 1985 წელი
შესავალი. ყველაფერი ხელითაა დაწერილი. ავტორი ნუგზარ ჟვანია. წიგნი დაწერილია ზოია ბერიას ხელით.
ალიოშა არახამია დაბა ჩხოროწყუდან, მიხეილ ვახანია და მარჯვნივ ჯოდო სტეფანეს ძე შენგელია.

ჯოდო ომის დაწყებამდე სოფელ ხაბუმის კოლმეურნეობის თავმჯდომარე ყოფილა. თანამდებობიდან გამომდინარე სახლში დარჩენა შეეძლო და ხელმძღვანელობაც თხოვდა. წავიდა ჯოდო……სამწუხაროდ ვერ დაბრუნდა…

გრიგოლ პახვალის ძე შენგელია სევასტოპლის დაცვას შეეწირა. გარდაცვალების თარიღი 1942 წელი.

“ღიმილის ბიჭი” ტერენტი ჯალაღონია სულ ახალგაზრდა 1941 წელს დაიღუპა, მაგრამ ომამდე მოსწრო პედაგოგის კვალიფიკაცია მიეღო. მუშაობდა სოფელ ახუთის საშუალო სკოლის “სასწავლო ნაწილად” უყვარდა ლექსების წერა .

აი ამ ჩემს გულს მეორედ შვება არ ეამება …

მინდა მოვცილდე, მსურს მიტოვება, მაგრამ მიზიდავს მზის ელვარება…

ტერენტი ჯალაღონია

ტერენტისთან ერთად მისი სამი ძმაც ომობდა. ალექსაქნდრე და ტერენტი ომიდან ვერ დაბრუნდნენ.ამბროსი დაბრუნდა,მაგრამ ჭრილობებმა თავი იჩინა და დიდხანს ვერ იცოცხლა… ოჯახს ჯანმრთელად მხოლოდ შალვა დაუბრუნდა.

სილოვან ფარნას ძე ჭეჟია. დაიღუპა 23 წლის ასაკში

გერასიმე ჩალიგავას დედისთვის საკუთარი დედისთვის თავისი ხელების ნახატი გაუგზავნია. “ამ ხელებმა ბევრი იომა, მაგრამ აუცილებლად შინ დაბრუნდებაო. მან ეს ვერ მოახერხა. გერასიმეც ძმების მსგავსად ომში გმირულად დაიღუპა….

რვა შვილის მამა პროფილ უთუს ძე შენგელია. დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში. ვეფხვია და ტარიელ შენგელიების ბაბუა
ავქსენტი ჩალიგავა

თითოეული მათგანის ისტორიაა დრამაა, რომელმაც მათ მშობლებზე, ახლობლებზე და ქვეყანაზე დიდი გავლენა მოახდინა. გაგრძელებას უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ

მადლობა ასოციაცია “ბილიკს”, სკოლის დირექციას და ქალბატონ ნარგიზა კვარაცხელიას

Related posts

ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს

ღუღუნი წახნაგიას წიგნები და საოჯახო ალბომი

გრიგოლ შენგელია “კოლხური რკინის მეტალურგიის სათავეებთან”