მოგვწერეთ

ლაშა გახარია -სოხუმში

ავტორი: chkhorotskuge
ოხუმში დიდხანს იწვიმებს, გურამ,
ცოდვის ღრუბლებმა ასე იციან.
ის პალმა-ქალი და გედი-სურათვალმა
სარჩევშიც ვერ მოიძია.

ალბათ, ხმებიან დაჭრილი ხენი
-ვეღარ არწევენ მთვარეს – სნებიანს;
იასამნებიც, თავშეუხვევნი,
დამშრალ მტევნებით ცას აშრებიან.

გახსოვს, ბოლო დღე:
პარკინსონიან ზღვას რომ კანკალით მიჰყავდა
ბავშვიდა მონაზონმა კიპარისმა –
ძველხელთათმანივით წაიძრო შაშვი.

ნაღმის ქოლგები თუ გახსოვს…
ის ცაკვლავ სიზმარ-სიზმარ დამაქვს ბეჭებით…
და მენანება სხვის თითზე რიწა
-გაწბილებული სასძლო ბეჭედი.

და მენანება ის კოინდარი,
ის აკლასხანი, მყნობა ის ხამი,
და რიჟრაჟივით ჟრჟოლვა კოდორი
-კალმახები რომ სხია სისხამი.

იქ, ალბათ, ისევ წვიმს და ქარია,
უხსენოდ ჭკნება კვირტი და კერტი;
ასე გაუშრა ძუძუ მარიამს,
ოდეს კალთიდან გადმოსვა… ღმერთი.

შრება: კალამსაც ვერ გააქვს პწკარი,
ვით გუთნეული – დაღლილ წეროებს.
გაგრის პანაშვიდს ვერ დავესწარი…
გასასვენები მყავდა მეორე.

დავჩერებივარ სტრიქონს ნაკიანს
-თითს რომ აყოლებს ნოსტრადამუსი…
შენს წიგნს წერტილი აღარ აკლია,
მაგრამ… სამძიმრის ცრემლი დავუსვი.
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00