25 ლოიდ ქარჩავამ ლექარჩის ეკლესიის 1909 წლის საეკლესიო ჩანაწერის ქართული თარგმანი მოგვაწოდა. მასში აღწერილია მრევლის სახსრებით აგებული ხის ეკლესია და მის ადგილას აშენებული ხისა და ქვის ტაძარი, რომელსაც მარსელის კრამიტის სახურავი, ხის გუმბათი და ორზარიანი ხის სამრეკლო ჰქონდა. 1909 წლის ჩანაწერი ახალი ტაძარი ქიაჩი ტოპონიმიკა სამრევლო წყაროები 1909 წლის საეკლესიო ჩანაწერი ლოიდ ქარჩავას ცნობით ლოიდ ქარჩავას თქმით, ახალი ტაძრის პროექტის დამტკიცების შემდეგ მეგობრებმა ცენტრალური არქივიდან მიაწოდეს ლექარჩის ეკლესიის საეკლესიო წიგნის 1909 წლის რუსულენოვანი ჩანაწერი და არქივში შესრულებული ქართული თარგმანი. ლოიდ ქარჩავა 1833 წელს მრევლის მიერ შეგროვილი სახსრებით ხის ეკლესია აშენდა. 1902 წელს მის ადგილას ხისა და ქვის შენობა ააგეს. ქართულ თარგმანში საკურთხეველი „მთავარანგელოზის სახელზე“ ნაკურთხად იხსენიება. ლოიდ ქარჩავა თავის წერილში მთავარანგელოზ მიქაელს ასახელებს. 1909 წლის ჩანაწერი — ქართული თარგმანის სრული ტექსტი (16 პუნქტი) ლექარჩეს ეკლესიას საფუძველი ჩაეყარა 1833 წელს. ამ წელს მრევლის მიერ შეგროვილი სახსრებით აშენდა ეკლესიისთვის ძალიან მოუხერხებელი ხის შენობა, ხოლო შემდგომ, 1902 წელს, მის ნაცვლად ხისა და ქვისგან აშენდა შენობა, რომელიც გადახურულია მარსელის კრამიტით და აქვს ხის გუმბათი, რომელიც მთლიანად შეფუთული და დახურულია; ამ ტაძრის სამრეკლოც არის ხის, ორი ზარით; ეკლესიის სატრაპეზო (საკურთხეველი), ნაკურთხია მთავარანგელოზის სახელზე; კანკელი, საეკლესიო ნივთები, მღვდლების შესამოსელი, ჭურჭელი, საეკლესიო-საღვთისმსახური წიგნები გააჩნია; 1854 წიდან გააჩნია საეკლესიო დოკუმენტები, კერძოდ კი, მოწმობების ასლები, სააღსარებო სიები. ჩვეულებრივი წიგნი 1856 წლიდან. საეკლესიო საკუთრების აღწერა და შემოსავალ-გასავლის წიგნი 1872 წლიდან, ხოლო ბოლო ჩვეულებრივი წიგნი გახსნილია 1900 წლიდან. ამათგან შევსებულია 38, შეუვსებელია – 29 ფურცელი. 1859 წლიდან ამ ტაძრისთვის კომისიის მიერ დაშვებულია ორი შტატი – მღვდლისა და მეფსალმუნის. ტაძარს არ გააჩნია მღვდელმსახურთა შენობა და ისინი ცხოვრობენ საკუთარ სახლებში. მღვდელმსახურები იღებენ ხაზინიდან ჯამაგირს 520 მანეთს და 50 კაპიკს, ხოლო მრევლისგან 98 მანეთს, კურთხევის რიტუალის შესრულებისთვის 18 მანეთს. მღვდელმსახურებს ეკლესიიდან არ გააჩნიათ სხვა მუდმივი შემოსავლის წყარო, ღირებული შენობები, დახლები, წისქვილი და სხვა შემოსავლის წყარო. ტაძარს აქვს დაახლოებით ორი ქცევა მიწა. ამათგან ერთი არის უნაყოფო, რომელიც მოსავალს არ იძლევა, ხოლო მეორე იჯარით გაიცემა. ამდროისათის სახეზეა საეკლესიო ფული 16 მან. 58 კაპიკი და ინახება უხუცესთან (სტაროსტასთან). ეკლესიას არ გააჩნია საეკლესიო ფული სახელმწიფო ბანკის ბილეთებით (ობლიგაციებით). ეკლესიას მიწერილი გლეხები არ ჰყავს; ახლომდებარე ტაძრებია ნაკიკიანში და მეორე ჭოღაში. ერთი მდებარეობს 6 ვერსში (კილომეტრში), მეორე – 5 ვერსში (კილომეტრში); ტაძარი ადგილობრივი სოფლის მეთაურისგან (სოფლის დეკანისგან) დაშორებულია 22 ვერსით (ლიკომეტრით), ხოლო ეპარქიისგან – 98 ვერსით (კილომეტრით); უხუცესი (სტაროსტა) ნიკო(ია) ჯურუს ძე ქარჩავა დამტკიცებულია ეპისკოპოსი გიორგის მიერ 1907 წლიდან, მრევლის რეკომენდაციით.მღვდელი – ტერენტი ქარჩავამეფსალმუნე – სიმონ ხობელია. ლოიდ ქარჩავა მიიჩნევს, რომ საეკლესიო წიგნში მითითებული თარიღები ქიაჩის შუა საუკუნეებით დათარიღებას გამორიცხავს. ძველ სასაფლაოსთან ჭითანავას მიერ აღწერილი რიყის ქვის კედლების სამშენებლო პერიოდი დასაზუსტებელია. ქვის ეკლესიის შემდგომი ბედის შესახებ ლოიდ ქარჩავა გვწერს, რომ იგი 1933–1934 წლებში ადგილობრივმა კომუნისტებმა დაანგრიეს. ქარჩავები საგვარეულო სალოცავად 19 სექტემბერს იკრიბებიან. ლოიდ ქარჩავა ამ ჩვეულებას მთავარანგელოზ მიქაელის ხსენების დღეს უკავშირებს. საგვარეულო ლოცვის აღსანიშნავად იგი მეგრულ სიტყვას იყენებს — „იბხვამანთ“. მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის მშენებარე ტაძარი ლექარჩეში ახალი ტაძრის მშენებლობის ინიციატორი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ლოიდ ქარჩავაა. მისი ბიოგრაფიული ცნობის მიხედვით, მისივე ინიციატივით შეიქმნა საზოგადოება „ლექარჩე“. როგორც თავად გვიამბობს, 2002 წლიდან ქარჩავების საგვარეულო შეკრებას ხელმძღვანელობს. ძველი ეკლესიის აღდგენის იდეა პირველად მაშინ წამოაყენა. 2003 წელს ლოიდ ქარჩავამ შექმნა კავშირი „ქარჩა“. იმავე წელს, მისი თხოვნით, პატრიარქმა ილია II-მ ქარჩავების გვარი დალოცა. 2004 წელს გამოვიდა საგვარეულო გაზეთის „ჩემი გვარი — ქარჩავა“ პირველი ნომერი, 2006 წელს კი — მეორე. ახალი ტაძრის პროექტი 2009 წელს დაამტკიცეს. მშენებლობა მოგვიანებით დაიწყო. ლოიდ ქარჩავას თქმით, მან ლექციების კითხვა შეწყვიტა და მშენებლობაში თავადაც ჩაერთო. ტაძარი ხალხის შრომითა და შემოწირულობებით შენდება. წერილის გამოგზავნის დროს მშენებელთა უახლოესი მიზანი ახალ წლამდე სახურავის ბეტონის დასხმა იყო. ქიაჩი — ნაეკლესიარი ძველ სასაფლაოსთან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაკიანის თემში, სოფელ ლექარჩის ძველ სასაფლაოსთან, ადგილობრივები ნაეკლესიარს ქიაჩს უწოდებდნენ. დავით ჭითანავა მას ქარჩავებისა და ჭკადუების მიქელ-გაბრიელის ეკლესიად მოიხსენიებს. ძველი ეკლესიის ხსოვნას უკავშირდება ლექარჩეში მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ახალი ტაძრის მშენებლობაც. დავით ჭითანავას აღწერის დროს ეკლესიის საძირკველი და რიყის ქვით ნაგები კედლების ნაწილი იყო შემორჩენილი. კედლების სიმაღლე ზოგან დაახლოებით ერთ მეტრს აღწევდა. ჭითანავას მიერ ჩაწერილი ადგილობრივი გადმოცემით, ქვის კედლების ზემოთ ეკლესია ურთხელის ხით ყოფილა ნაგები. ჭითანავა ნაეკლესიარის დათარიღებისას მ. აბაშიძეს იმოწმებს და ძეგლს შუა საუკუნეებს მიაკუთვნებს. ვალერიან ახალაია 2002 წელს წერდა, რომ ლექარჩის მიქელ-გაბრიელის ეკლესიის ნანგრევები ჯერ კიდევ ჩანდა. პაატა ცხადაია ნაკიანის თემის სამი ეკლესიის მიმოხილვისას, ახალაიაზე მითითებით, XVIII საუკუნეს ასახელებს. თავად ახალაიას ტექსტში ეს თარიღი ლეახალეს წმინდა გიორგისა და ნაკიანის მაცხოვრის ეკლესიებს ეხება. ლექარჩის ნანგრევებს ავტორი ცალკე წინადადებაში ახსენებს. „ლექარჩეში ოხვამე“ — ორი ჩანაწერი ტოპონიმიკის კატალოგში 1983 წლის „ჩხოროწყუს რაიონის ტოპონიმიკის კატალოგში“ სახელწოდება „ლექარჩეში ოხვამე“ ორჯერ გვხვდება. №26 ჩანაწერში ავტორები ბაზილიკური ნაგებობის ნანგრევებს აღწერენ. №43 ჩანაწერში იმავე სახელით იხსენიებენ იმ დროს ჯერ კიდევ მდგომ ერთნავიან ეკლესიას, რომელსაც XIX საუკუნის პირველი ნახევრით ათარიღებენ. პაატა ცხადაიაც ლექარჩის ერთ-ერთ ბორცვზე XIX საუკუნის პირველ ნახევარში აგებულ ერთნავიან ეკლესიას აღწერს. ქიაჩის მდებარეობას უფრო კონკრეტულად ჭითანავა უთითებს — სოფლის ძველ სასაფლაოსთან. კატალოგის ჩანაწერებში არც სასაფლაოა ნახსენები და არც სახელი „ქიაჩი“. ამიტომ საკითხი, თუ რომელი აღწერა შეიძლება დავუკავშიროთ ქიაჩს, ღიად რჩება. ლექარჩის სამრევლო და მისი მსახურნი „მემატიანის“ ცნობარში ლექარჩის მთავარანგელოზის ეკლესიის მსახურთა სახელები 1872 წლიდან გვხვდება. იმ წელს მღვდლად დიანოზ კვარაცხელია იხსენიება, მედავითნედ კი — იოანე ქარჩავა. 1911 წელს იოანე ქარჩავა ლექარჩეშივე უკვე მღვდლად არის მოხსენიებული. ლექარჩის მღვდლები და მედავითნეები, 1872–1916 წლები წელი მსახური მოვალეობა 1872დიანოზ კვარაცხელიამღვდელი 1872იოანე ქარჩავამედავითნე 1873იესე ვეკუამღვდელი 1881იოსებ შენგელიამედავითნე 1892ფილიპე კვარაცხელიამედავითნე 1893–1907ანტონ ჩიქოვანიმღვდელი 1895–1914სიმონ ხობელიამედავითნე 1909ტერენტი ქარჩავამღვდელი 1911იოანე ქარჩავამღვდელი 1915ვლადიმერ შენგელიამედავითნე 1916ვლადიმერ შენგელიამღვდელი 1916სტეფანე ხობელიამედავითნე 1909 წელს, რომლითაც ლოიდ ქარჩავას მიერ ნახსენები საეკლესიო ჩანაწერი თარიღდება, „მემატიანე“ ლექარჩის მღვდლად ტერენტი ქარჩავას ასახელებს. თავად ჩანაწერის ავტორობა დასაზუსტებელია. „მემატიანეს“ ლექარჩის სამრევლოში ნათლობისა და ჯვრისწერის ხუთი წლის მონაცემებიც მოჰყავს. მათგან სამი — 1877, 1887 და 1897 წლების ცნობები — 1902 წელს ხისა და ქვის ეკლესიის აგებას წინ უსწრებს. ნათლობა და ჯვრისწერა ლექარჩეში — ხუთი წლის მონაცემები წელი მონათლული ბავშვები ჯვრისწერები 1877177 1887164 189764 1907131 1916137 მადლობას ვუხდით „მემატიანის“ შემქმნელს, დავით ფეიქრიშვილს, ნაყოფიერი საქმიანობისთვის. მისი შრომის წყალობით ლექარჩის მკითხველს შეუძლია სახელებით გაიცნოს თავისი სოფლის ეკლესიის მღვდლები და მედავითნეები და თვალი მიადევნოს სამრევლოს ცხოვრების ცალკეულ წლებს. წყაროები დავით ჭითანავა, „ეკლესიები და ციხეები ძველ სამეგრელოში“, ქიაჩის ნაეკლესიარის აღწერა. ვალერიან ახალაია, „ჩხოროწყუ წარსული და დღევანდელობა“, 2002, გვ. 210. გივი ელიავა, გივი ფარულავა, გრიგოლ შენგელია, „ჩხოროწყუს რაიონის ტოპონიმიკის კატალოგი“, 1983, გვ. 95–96, ჩანაწერები №26 და №43. კატალოგის სკანი. პაატა ცხადაია, „სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი“, ტ. IV, „ჩხოროწყუს რაიონი“, 2008, გვ. 49–51. ლოიდ ქარჩავას ბიოგრაფიული ცნობა — საზოგადოება „ლექარჩე“ და ახალი ტაძრის მშენებლობის ისტორია. ლოიდ ქარჩავას წერილობითი ცნობა 1909 წლის საეკლესიო წიგნის, ქარჩავების საგვარეულო ტრადიციისა და მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ. „მემატიანე“, ლექარჩე (ჩხოროწყუ) — მთავარანგელოზის ეკლესია, ჩანაწერი №1462. გვერდი განახლებადია. ეკლესიალექარჩენაკიანი 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge Following Author previous post ლაშა გახარია -სოხუმში next post ნაკიანის მაცხოვრის ეკლესია