ლაშა გახარია- სამადლო თოვლი

კითხულობს : ამირან ჯანჯღავა
ლექსის ავტორი : ლაშა გახარია

სამადლო თოვლი
არ შეგაგონო, გული ვით მიზამს:
ერთ იად არ ღირს, რაც უბარდნია;
არ იგუნდაო სხვის თოვლით, მირზა!
თოვლსაც… ქალივით დაგამადლიან.

იმ ქერა თმასაც შეგახსენებენ,
რომ შეაშფოთეს დალალ-შოლტები
და ლარიქსებზე მოქსოვილ ვნებებს
ჩამოატყდებათ სიზმრის ტოტები.

სხვა ღამისაა სანთლები არყის
და ლექსიც ცივი ცის ფოთოლია;
მშობლიურ თოვლის ფიფქადაც არ ღირს,
სხვის ქვეყანაში რაც უთოვლია.

Related posts

თეატრალური წარმოდგენა ჩხოროწყუში (1896 წელი)

მანუჯას წყარო სოფელ ლეწურწუმეში

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები ქალაქის მიმდებარე ქუჩებზე, რამდენიმე ლოკაციაზე განთავსდა.