ლადო ჯალაღონიას წარმატებული სტარტი

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურმა (DAAD) ჩხოროწყუელ ლადო ჯალაღონიას ოთხწლიანი სტიპენდია დაუნიშნა.

“არ მეგონა ეს დღეები რამე თუ გამახარებდა, მაგრამ Daad-მა დღეს ოთხწლიანი სადოქტორო სტიპენდიის თანხმობა მამცნო და მომილოცა. ფროიდი წერდა ერთთგან, რომ ფსიხეს თვითდაცვის მექანიზმებს შორის, რომელნიც მას ისეთი სასიხარულო თუ მტკივნეული შთაბეჭდილებებისგან იცავს, რომელებიც ფსიხეს ფუნქციონირების ნორმალურ პროცესს აფერხებს, ამ შთაბეჭდილებაში სხვა სუბიექტის თანაზიარებაც შედისო. ხოდა, ვიცავ თავს :დ”

ლადო ახლახანს ილიაუნში ლექტორად მიიწვიეს .

ლადო

1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბაკალავრი) 2. Ku Leuven (მაგისტრატურა) 3. მეორე სამაგისტრო პროგრამა ( bergische universität wuppertal, Charles university of Prague, UCLouvain) 4. სადოქტორო Albert-Ludwigs-Universität Freiburg ჩვენებურმა ახალგაზრდა ლექტორმა ყველა ეს პროგრამა წარმატებით დაასრულა

Related posts

ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან

მსახიობი და მომღერალი დავით შენგელია

ლიკა ფირცხალავა- ევროპის ჩემპიონი ჩხოროწყუდან