კომპიუტერული ნაწილები, მოსწავლეებისთვის, ვინც ვერ ერთვება ონლაინგაკვეთილებში

პედაგოგი სოფო გოგოხია სხვა მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად მოგიწოდებთ ჩაერთოთ იმ მოსწავლეთა დასახმარებლად , ვინც ონლაინგაკვეთილებში ჩართვას ტექნიკის უქონლობის გამო ვერ ახერხებს.

რა არის საჭირო?

მოსწავლეთათვის, რომლებიც ვერ ერთვებიან ონლაინგაკვეთილებში კომპიუტერის უქონლობის გამო, ვაგროვებთ ნაწილებს და ბიჭები აწყობენ კომპიუტერს.


გთხოვთ, ვისაც რა მოგეპოვებათ, ეგებ გაიმეტოთ, მონიტორი, მაუსი, კლავიატურა, ნაწილები, ნებისმიერი რამ. შესაკეთებელსაც შევაკეთებთ.


მიიღეთ მონაწილეობა ამ კარგ საქმეში. გადაადგილების შეზღუდვის გამო გადაიდო აწყობა. ამ დღეებში ავაწყობთ ორიოდეს მაინც. გთხოვთ, არ დაიზაროთ.

Related posts

სოფელ ლესიჭინეში დედამიწის დღე აღინიშნა

დათო გოგუას სამუშაო დღე სოფელ კირცხში

ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ მორიგი გამარჯვება