კირცხის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კირცხის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.

სოფელ კირცხში 3- კილომეტრიანი ბეტონის გზა იგება. პროექტის ფარგლებში ეწყობა სანიაღვრე არხი. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 225 000 ლარს შეადგენს. პროექტი გარდამავალია. სამუშაოები მიმდინარე თვეში დასრულდება. სამუშაოებს სს ,,არქეოპოლისი“ ასრულებს.

გალერეა

Related posts

სოფელ ლესიჭინეში დედამიწის დღე აღინიშნა

დათო გოგუას სამუშაო დღე სოფელ კირცხში

ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ მორიგი გამარჯვება