CHKHOROTSKU.GE

თადა გოგუა – სახელგანთქმული ლოტბარი, რომელიც საუკეთესო მჭედელიც იყო

ავტორი chkhorotskuge

თადა გოგუა დაიბადა 1859 წელს, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში, მჭედლის ოჯახში.

თადას ბავშვობა

სკოლაში საერთოდ არ უვლია. 8 წლისამ, მამის სამჭედლოში შეგირდად ყოფნისას, წერა-კითხვა სოფლის სკოლის მოსწავლეებისგან ისწავლა.

15 წლისა სრულყოფილად დაეუფლა მჭედლის პროფესიას და სიცოცხლის ბოლომდე არ უღალატნია.სიმღერაც ბავშვობიდან შეიყვარა

საქმეს მიატოვებდა და სიმღერის შესასწავლად მიდიოდა მომღერლებთან, მერე კი თავის თანატოლებს ასწავლიდა და ერთად მღეროდნენ.

თადა გოგუა

შეხვედრა ლეგენდარულ ძუკუ ლოლუასთან

1919 წელს ზუგდიდში შეხვდა ძუკუ ლოლუას და მისგან ბევრი სიმღერა შეისწავლა; თავის მხრივ, ძუკუმაც ისწავლა თადასგან მისთვის უცნობი სიმღერები და გუნდის რეპერტუარში დაამკვიდრა, თადას კი სასარგებლო რჩევები მისცა ხალხური სიმღერის მოვლისა და შეურყვნელად შენარჩუნებისათვის.

1922 წელს ზუგდიდშივე გაიცნო სამუელ ჩავლეიშვილი და ვარლამ სიმონიშვილი. მათგან თვენახევარში თორმეტამდე გურული სიმღერა შეუსწავლია.

სურათი გადაღებულია 1937 წელს

ჩხოროწყუსა და ხაბუმის გუნდი

თადამ 1928 წელს ჩხოროწყუში თავად ჩამოაყალიბა მცირერიცხოვანი გუნდი. თადას გუნდი სოფლებში მართავდა კონცერტებს და გამოირჩეოდა ხალხური საშემსრულებლო სტილისა და მანერის ერთგულებით.

კოტე ნაჭყებიას ინფორმაცია

თადა გოგუა რეპრესირებული იყო და ციმბირში მოუხდა სასჯელის მოხდა, სადაც ის შეხვედრია ისაკ ჟვანიას. მისივე ცნობით თურმე იქვე იხდიდა სასჯელს ვინმე ცნობილი მწერალი მიხა. მისი აღწერით თურმე ძალიან ჩამოჰგავს მიხეილ ჯავახიშვილს. მასვე ჩამოუტანია მამანტი კვირტიასათვის ისაკ ჟვანიას დანაბარები, რომ თავს გაფრთხილებოდა და ყველგან ეთქვა, რომ წვერიან კაცს (ისაკ ჟვანიას წვერს ატარებდა) არ იცნობდა, რადგან ამას შეეძლო მამანტი კვირტიას სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო. ისაკ ჟვანიას ზუგდიდის სამაზრო კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას მამანტი კვირტია ფაქტობრივად გაზეთ “ყაზახიშ გაზეთის” რედაქტორი იყო.

ვინ იყვნენ თადას გუნდში

დათიკო ფაცაცია, ძუკუ აფშილავა, სამსონ და კალისტრატე შენგელიები, ერა პაპავა, ლუბა წურწუმია, ჩიტო ჩხარჩხალია და სხვები

გუნდის რეპერტუარი პირველად გრიგოლ კოკელაძემ და ვლადიმერ ახობაძემ ჩაწერეს ნოტებზე (სანოტო ხელნაწერები ინახება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში)

გუნდი მართავდა კონცერტებს რაიონის სხვადასხვა სოფელში, რითაც ხალხური სიმღერისადმი ადგილობრივთა ინტერესს აღვივებდა.

გოგუას გუნდი ყოველთვის გამოირჩეოდა სიმღერების სწორი, ბუნებრივი შესრულების იმ მანერით, როგორიც ძველ ჩხოროწყუელ მომღერლებს ახასიათებდათ, ამაშია ამ გუნდის დიდი დამსახურება.

სურათი გადაღებულია 1937 წელს

1932 წლის ხალხური მუსიკის ოლიმპიადა ზუგდიდში

1932 წელს ქ. ზუგდიდში გამართულ ხალხური სიმღერის რაიონთაშორისო ოლიმპიადაზე გოგუას გუნდმა შეასრულა: „ოჸონური“, „ხემხვარიელი“, „კუჩხი ბედინერი“, „უჩარდია-უჩა კოჩი“, „დისერ დო ვავოთინა“, „ნწარე ჸოროფა“, „ქერული“, „ხუჯიში ოსხაპური“ და „ჰარირა“ — ცეკვით. გუნდი დასაჩუქრდა მედლით, სიგელით და 300 მანეთით. აღინიშნა სიმღერების სწორი, ეთნოგრაფიული თვალსაზრისით საუკეთესოდ შესრულება. წარმატებით ფრთაშესხმული ლოტბარი ამის შემდეგ ზედიზედ კონცერტებს მართავს ფოთში, სენაკში, გალშიოჩამჩირესა და სოხუმში.

1937 წლის სიმღერისა და ცეკვის სრულიად საქართველოს ოლიმპიადა

ფერხული 1937 წელი

გოგუას გუნდმა მოწონება დაიმსახურა 1937 წლის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სრულიად საქართველოს ოლიმპიადაზე, თბილისის საოპერო თეატრში. განსაკუთრებული აღტაცება გამოიწვია სცენაზე თოხებით შესრულებულმა ოდოიამ, რომელიც სახკინმრეწვმა, როგორც მუსიკალური ფოლკლორის ერთ-ერთი მეტად საინტერესო ნიმუში, ფირზე გადაიღო. ოლიმპიადაზე გუნდმა მეორე ჯილდო მიიღო.

მჭედელი

1938 წელს ჭარმაგი ასაკის გამო თადამ გუნდის ხელმძღვანელობა მიატოვა. გუნდის ხელმძღვანელობა მისი გუნდის ერთ-ერთ წევრს, დათიკო ფაცაციას გადააბარა. თავად ბოლომდე დარჩა ხალხური სიმღერის დიდ ქომაგად. 

თადა საუკეთესო მჭედელი და თავის საქმის მცოდნე ყოფილა. მისი სახელოსნო ხაბუმის ცენტიდან ჯუმითისკენ გზაზე იყო.

ჯუმითელი ზურაბ გულუა იხსენებს:

9-11 წლის ბავშვები მის სამჭედლოსთან ხშირად ვჩერდებოდით და გულისყურით ვადევნებდით თვალს, თუ როგორ აკეთებდა ის ე.წ ფინკა დანებს, ბებუთებს და სხვა ნივთებს.

დღესაც მახსოვს მისი სიტყვები-ჯგიროქიგუტუანთია და დიდ ხალხი იუაფუთია. ბატონი თადა იყო საზოგადო მოღვაწე.

 თადა გოგუა გარდაიცვალა 1963 წელს,104 წლის ასაკში

თადა გოგუას ხმა

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00