ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელები ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან by chkhorotskuge 26/04/2024 written by chkhorotskuge 26/04/2024 4.7K ნიკო ივანეს ძე შენგელია 1854 წელს სოფელ ჭოღაში, სასულიერო პირის, ივანე შენგელიას ოჯახში დაიბადა. მშობლებმა ბავშვი კიწიის სასულიერო სემინარიაში მიაბარეს,შემდეგ კი სწავლა ქუთაისის გიმნაზიაში განაგრძო, რომელიც წარჩინებით დაასრულა./ ღარიბი მღვდლის ოჯახში გაზრდილს მატერიალური საშუალება არ ქონდა, მეზობლებისა და თანასოფლელების ხელშეწყობით ნიკო ვარშავის უნივერსიტეტის სტუდენტო ხდება . ერთვება რევოლუციური ჯგუფების საქმიანობაში, რის გამოც აპატიმრებენ და რიცხავენ სასწავლებლიდან. სატუსაღოდან გამოსვლის შემდეგ, 1898 წელს მაინც ახერხებს ვარშავის უნივერსიტეტის წარმატებით დასრულებას და პროფესიონალი ექიმის კვალიფიკაციას იღებს . იმყოფებოდა ავსტრიაში. იმაღლებს კომპეტენციას, შემდეგ უკვე როგორც პროფესიონალი, ბრუნდება სამშობლოში.. მუშაობს ზუგდიდში, შემდეგ ბათუმის ოლქში გადადის, ინიშნება ქუთაისის გუბერნიის მთავარი ექიმის თანაშემწედ, გარკვეული პერიოდი წალენჯიხის ოლქის უბნის მთავარი ექიმია, საიდანაც 1917 წლიდან სამუშაოდ კვლავ ქალაქ ზუგდიდშია,იყო ჯანმრთელობის დაცვის ინსპექტორი, მუშაობს წითელი ჯვრის საზოგადოებიაში, ებრძვის მალარიას, პელარგის. ნიკო შენგელია ხაბუმეშისაექიმო უბანს ხსნის . ემსახურება მიმდებარე სოფლების მოსახლეობას. ნიკო შენგელიამ მშობლიურ ჭოღასიც საექიმო უბანი გახსნა. წლების განმავლობაში ამ უბნის გამგედ შრომობს. ნიკოს ინიციატივით ჭოღაში იხსნება ადგილობრივი კოოპერატივი, სკოლა და ფოსტა. საზღვარგარეთიდან სოფელ ხაბუმეში ჩამოიტანა ჩაი და ხელი შეუწყო ამ კულტურის განვითარებას. ხალხი ღვაწლმოსილ ექიმს „დიდ ნიკოდ“ მოიხსენიებდა. გარდაიცვალა 1953 წლის მარტში 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post 1966 წელს ბესარიონ ქებურიას ძეგლი გაიხსნა next post ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს You may also like გაიცანით, ბექა ჯიჯელავა 01/07/2026 ნიკოლოზ კაჭარავა — ქართველი დიდოსტატი ევროპის ელიტაში 20/04/2026 წარმატებული დებიუტი ოქტაგონზე: მუხურელმა ლაშა თოლორდავამ GAMA-ს სარეიტინგო... 03/04/2026 სამოციანი წლების ჩხოროწყუ 10/10/2025 ახუთის ტოპონიმები ტოპონიმიკის კრებულის მიხედვით 27/06/2025 სოფელ ლეწურწუმეს ტოპონიმიკა 26/06/2025 სოფელ ლესიჭინეს ტოპონიმიკა კრებულის მიხედვით 22/06/2025 მოიდანახეს სასაფლაო ქვის საიდუმლო 04/06/2025 აკაკი ლაგვილავა-ახლა მისი დროა 12/01/2025 ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს 26/04/2024