ვაქცინაციის მსურველებს ვიზიტის დაჯავშნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტშიც შეუძლიათ

საქართველოში რამდენიმე ტიპის  ვაქცინა უკვე შემოვიდა და მათი განკარგვა სპეციალური დადგენილებების მიხედვით მიმდინარეობს.

ხანდაზმული მოქალაქეებისათვის და სამედიცინო  პერსონალისთვის  რამდენიმე ტიპის  ვაქცინაა ხელმისაწვდომი.

 ჩხოროწყუში  შეგიძლიათ ჩინური „სინოფარმი“-თ  ისარგებლოთ. ~დაჯავნა https://booking.moh.gov.ge/ მეშვეობით

 მიუთითეთ პირადი ნომერი, ვაქცინა, სასურველი კლინიკა  და თავისუფალი დრო . კვლევებმა „სინოფარმის“ უსაფრთხოება დაადასტურა.

“რადიო თავისუფლების” ცნობით

„სინოფარმის“ ვაქცინა ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული. ის ინაქტივირებული ვაქცინაა, ანუ შეიცავს კორონავირუსის გამომწვევ დახოცილ მიკრობებს, რომელიც შეჰყავთ ორგანიზმში. ეს საკმარისია სხეულისთვის, რომ ისწავლოს ვირუსთან ბრძოლა, რა დროსაც გამომუშავდება ანტისხეულები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალში ვირუსის შეხვედრისას ორგანიზმმა უკვე იცის როგორ ებრძოლოს მას.

 „სინოფარმის“ 30 დეკემბრის ოფიციალური განცხადებით, ვაქცინის გამოცდის სამმა ფაზამ აჩვენა, რომ ის 79 %-ით ეფექტიანია. 

„სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა საქართველოშია

Related posts

სოფელ ლესიჭინეში დედამიწის დღე აღინიშნა

დათო გოგუას სამუშაო დღე სოფელ კირცხში

ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ მორიგი გამარჯვება