დავით შენგელია – მომდევნო ხუთშაბათს ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა !

პარტია “საქართველოსთვის” ჩხოროწყუს ოფისის ხელმძღვანელი. დავით შენგელია განცხადებას ავრცელებს.

გუშინ დავაანონსე, რომ ფბ ძირითად გვერდს ვხურავდი და ოფიციალურ ფეიჯზე გადავდიოდი, რამეთუ, დღევანდელი დღიდან ჩვენი გუნდი, მთელი გულისყურით, მთელი ენერგიით, უკვე ჩხოროწყუს საკრებულოს ტრიბუნიდან ვიწყებდით ზრუნვას,

ბრძოლას ქალაქის განვითარებისთვის და უკეთესი მომავლისთვის.იცით რომ დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაიმართა ახლადარჩეული საკრებულოს სხდომა, სადაც ვერ აირჩა საკრებულოს თავმჯდომარე. დღევანდელ სხდომაზე, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა და დეტალების მოყოლას არ შევუდგები.უარესებიც გვინახავს, არამარტო ფარული კენჭისყრის დროს, არამედ დღისით, მზისითაც. კარგია ის რომ ყველამ დაინახა, პარტია “საქართველოსთვის” ვინმესთან გარიგებაში არ შესულა.თუმცა პასუხად, ორივე მხრიდან ორკესტრირებულად ისმის ბრალდებები ჩვენს მიმართ – ოცნება ამბობს ნაცებთან გარიგდნენო, ნაცმოძრაობა ოცნებასთან გარიგდნენო…პოლიტიკური პარტია “გახარია-საქართველოსთვის” სურვილი და მიზანი ერთია,ამ ორომტრიალში არ დაზარალდეს ჩხოროწყუელთა ინტერესები.ურემი გადაბრუნებულია, მაგრამ საბედნიეროდ გზა გამოჩნდა…ერთი კვირის თავზე დაესმება წერტილი დღევანდელ ფაქტს და ყველა კითხვას,მომდევნო ხუთშაბათს ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა !პატივისცემით: დავით შენგელია.პარტია “საქართველოსთვის” ჩხოროწყუს ოფისის ხელმძღვანელი.

Related posts

სოფელ ლესიჭინეში დედამიწის დღე აღინიშნა

დათო გოგუას სამუშაო დღე სოფელ კირცხში

ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ მორიგი გამარჯვება