გმირობის ერთი ისტორია

ქალბატონმა ნინო ჯამასპიშვილმა  ფეისბუქში თავისი გადარჩენის ემოციური   ისტორიის შესახებ  დაპოსტა და ყველას  ამ ამბის  გაზიარება გვთხოვა.  შემთხვევა ნახევრად დაჭაობებულ  ტბასთან მომხდარა, სადაც  ნატოს ბავშვი თამაშობდა.   პატარა  წყალში აღმოჩნდა და აფექტში  ჩავარდნილი დედა  ბავშვის გადასარჩენად გადამხტარა.  მათი  შველა ადვილი არ ყოფილა,  ჭაობი მდგომარეობას   უაღრესად ართულებდა,მაგრამ  ჩხოროწყუელი ვატო შენგელიას და მისი მეგობრების წყალობით შეუძლებელი მოხერხდა. ნატო ფაქტობრივად მეორედ დაიბადა, მისი მადლიერება კი უსაზღვროა. 

ვატო  ადრეც რამდენჯერმე მოექცა მედიის ყურადღების ქვეშ. ის   ჩვენთვის ჯერ კიდევ ეგზოტიკური სპორტის, გოლფის  პროფესიონალია და რამდენიმე მნიშვნელოვან შეჯიბრშიც გაიმარჯვა. ვატოს ოჯახი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში ცხოვრობს.

Related posts

Actor Valeri Sichinava

ნოდარ ჯალაღონიას ცხოვრების გზა

ნიჭიერი, მისთერ იაგო