განათლებასიახლეები გიორგი კვარაცხელიასა და ბექა ყალიჩავას გუნდის “სუფთა სოფელმა” მსოფლიო კონკურსში გაიმარჯვა by chkhorotskuge 17/08/2020 written by chkhorotskuge 17/08/2020 2K ჩხოროწყუელმა მოსწავლეებმა მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსში წარმატება მოიპოვეს. კონკურსს “PEACE DESIGNER (მშვიდობის შემქმნელები ) ქვია. პროექტს მსოფლიო მშვიდობის ფედერაცია საერთაშორისო ორგანიზაცია „IAYSP“-თან ერთად ახორციელებს,სადაც ახალგაზრდები სწავლობენ აღმოაჩინონ მათ გარშემო არსებული პრობლემა, მოძებნონ გადაჭრის გზები და ასევე, სწავლობენ როგორ დაგეგმონ და განახორციელონ პროექტები პრაქტიკულად. საქართველო ღონისძიებაში პირველად მონაწილეობდა. 11 ევროპული ქვეყნიდან წარმატება ჩხოროწყუელთა გუნდს ხვდა წილად. მათმა ნამუშევარმა „სუფთა სოფელი“ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. გუნდში შედიოდნენ: გიორგი კვარაცხელია, ელენე როდონაია, ნიკოლოზ ხორავა, მონიკა წურწუმია, ბექა ყალიჩავა და ელენე კვირკველია. გუნდის ლიდერი გიორგი კვარაცხელია გახლდათ. პროექტში ახალგაზდები ქალბატონმა თეა კვარაცხელიამ ჩართო. პრეზენტაცია გიორგისთან ერთად ბექა ყალიჩავამ წარადგინა. გიორგი კვარაცხელიამოსწავლეები 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ხაბუმელობისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი ფეხბურთში დასასრულს მიუახლოვდა next post ახალგაზრდული დღეები 2020 დაიწყო You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 გაიცანით, ბექა ჯიჯელავა 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026