ალეკო ნარსიას ერთი ინიციატივა და ახუთელი ჟორა არახამიას გახსნება

ავტორი: chkhorotskuge
0 კომენტარები

ახუთელი ჟორა არახამია ძველი თაობის  პროფესიონალი მზარეული იყო. გაჭირვებაში  ყველა ოჯახს უანგაროდ ეხმარებოდა.  წლებია კუხალაშვილების სახლს და   წისქვილს უვლიდა.  

ალეკომ მისი გარდაცვალება ემიგრაციაში გაიგო და თავისი აზრი გამოთქვა ,

ჟორა ( გიორგი) არახამია

უფრო ლამაზი იქნებოდა ალბათ სოფელი,

წისქვილს რომ ისევ ეფქვა საფქვავი,

ჭილოფის ქუდით დაგვხვედროდა კაცი ბოგასთან

და მოეყოლა ათასი წლის ძველი ამბავი…

ჩემს სოფელში ისეთი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებზეც ბევრი შეიძლება დაიწეროს, თვითონაც მოთხრობებს ჰგვანან ეს ადამიანები, ზოგი იმდენ სიბრძნესა და ანდაზას იტევს, გაგიკვირდებათ, მაგრამ მოთხრობებსაც აქვთ დასასრული, ეს ადამიანებიც ასე გვტოვებენ, თუმცა წასვლაც არის და წასვლაც, ისინი ერთ დიდ ცხოვრების წიგნში იყრიან თავს…

ჩემი ემიგრანტული სევდა კიდევ იმხელაა რომ რას მიხვდება კაცი, რთულია, როცა წამოსვლის წინ ემშვიდობები ადამიანებს და ჩამოსვლისას კი მათ ვეღარ შეხვდები…

banner
ალექსანდრე ნარსია ამჟამად უცხოეთში ცხოვრობს და მუშაობს

ალეკო ნარსიას ინიციატივას ვუერთდებით და ვეცდებით საინტერესო ისტორიები გაგაცნოთ.

შეიძლება დაგაინტერესოთ:

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00