მასქურის ბლოგი ძმებო მგოსნებო! by maskuri 07/05/2018 written by maskuri 07/05/2018 997 მე თქვენ მოგმართავთ, ძმებო, მგოსნებო! ქართულად წერეთ, ქართული ენით და იმეტყველეთ ყოვლად ქართველმა, ქართული სიტყვით, ქართული რწმენით. ღმერთების ენას – დიდ დედაენას, ანით ჰოემდე დიდებულს, ქებულს, უცხო სიტყვებით ლეწავ, მუსრს ავლებ. გგონია, აფრქვევ აზრებს, ვითომ ბრძნულს? არა და ვერა, არც გამოგივა სისხლით ნაკურთხი ენის დანგრევა. არა და ვერა, ვერ შეძლოთ, ვერა. ლოცვით ნაძერწი ენის დარბევა. თუ ქართველი ხარ, ამ ქვეყნის შვილი, რაში დაგჭირდა სიტყვა fake_ი? ქართული სიტყვა დაგვიწყებია თავი გგონია ბრძენი modern_ი. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ გახდით ყალბნი, თანამედროვე ძმებო, მგოსნებო. სხვა ენის ცოდნას მივესალმები, მაგრამ არ დავთმოთ ჩვენ სანაქებო. მასქური 0 comments 0 FacebookTwitterEmail maskuri previous post ინტერვიუ ჯანო პერტაიასთან next post ომარ ჩიტაია ჩხოროწყუზე ცნობილი ლექსის შესახებ You may also like თავისუფლების სახელით 01/06/2018 მთვარის გაცილება 14/04/2018 თანაფა 08/04/2018 ღვთის უმადური ნუღარ იქნები 01/04/2018 უბრუნდებიან ბუდეს მერცხლები 31/03/2018 ქალი ნამდვილი 08/03/2018 მუხური 04/03/2018 ჩემი თვალსაზრისი 02/03/2018 ხალხის სიბრძნე 02/03/2018 სამშობლოს 02/03/2018