CHKHOROTSKU.GE

ინტერვიუ ჯანო პერტაიასთან

ავტორი chkhorotskuge

დაბა ჩხოროწყუს წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოში ჯანო პერტაია დღეს 28 წლის შესრულდა. დაბადების დღის გამო შევთანხმდით პოლიტიკაზე არ ვისაუბრებდით,მაგრამ ჩემი კითხვები მაინც ძირითადში  პოლიტიკური სახის გამოვიდა. დაპირება ვერ შევასრულე. 

რამდენიმე სიტყვით ჩვენი რესპოდენტის შესახებ

ჯანო ჩხოროწყუელია, დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, არჩეულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად ( დაბა ჩხოროწყუ) , ხელმძღვანელობს მმართველი პარტიის  ფრაქციას.

ჯანო,  რამდენადაა ახალგაზრდობა წარმოდგენილი ჩხოროწყუს საკრებულოში ?

-თავისთავად ახალგაზრდების რაოდენობა ყოველთვის სასურველია მეტი იყოს.  ცოტა ხნის წინ, დედაქალაქში ჩატარდა  ახალგაზრდული თვითმართველობათა ფორუმი,  რომელშიც მონაწილეობა ჩვენც მივიღეთ. ინიციატივა თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას, მის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძეს ეკუთვნოდა.

პირველივე შეხვედრაზე  ბევრი სასარგებლო იდეები დავსახეთ. საუბარია სხვადასხვა მიმართულების  პროექტებზე, ტურიზმის მხრივ  გაცვლით პროგრამებზე,  რაც ახალგაზრდობის   ურთიერთგაცნობას ხელს შეუწყობს. დაგეგმილია შემდგომი კონსულტაციები, კონკრეტულ ნაბიჯებსაც მალე გადავდგამთ.

რაც შეეხება ჩხოროწყუს, აქ  სტუდენტობის შემდეგ დავბრუნდი.მას შემდეგ  მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში აქტიურად ვარ ჩართული,   ვცდილობთ  ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ. ერთ-ერთი პრიორიტეტი კი  ახალი თაობის სტიმულირებაა.

 ერთი პერიოდი  ტურიზმის მიმართულებითაც მუშაობდით.  თქვენი   ხედვა  ჩხოროწყუს ტურისტული პოტენციალის შესახებ

-დიახ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების,სტატისტიკისა და ტურიზმის  განყოფილების უფროსი გახლდით. საკითხთან პირდაპირი შეხება მქონდა. ამიტომ  პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე დარწმუნებული  ვარ   წინ დიდი შესაძლებლობებია.

მუშაობა  მერიას, საკრებულოს   დიდი ხანია დაწყებული აქვს. მთავრობასთან ერთად იგეგმება ტობავარჩხილის, ცაშკიბულის მარშუტის  ძალიან მაღალ დონეზე აყვანა, რაც ტურისტების  მოზიდვას ხელს შეუწყობს.  ყველაფერი კი ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას, მათ ჩართულობას  მოხმარდება.

მარშუტი რამდენიმე მუნიციპალიტეტის  საზღვრებშია მოქცეული.  საწყისი სტადია მუხური-ლუგელა-ცაშკიბულის მიმართულებას ეყრდნობა.  აქ მდებარეობს გვალაშარას ჩანჩქერი, სხვა შთამბეჭდავი ადგილები. ასე რომ ტურისტების ინტერესი ლოგიკურია.

რამდენადაც სურათიდან მახსოვს, მღვიმეები და სპალეოლოგია თქვენი ინტერესის  ობიექტია….

სამწუხაროდ ბოლო დროს  გასაგები მიზეზების გამო ვერ ვიცლი.  ბატონ იგორ ფიჩხაიასთან ერთად  ხშირად ვყოფილვართ ჩხოროწყუს მღვიმეებში, ბევრჯერ მოგვინახულებია, შეგვისწავლია  ზესინახე, შურუბუმუ,ფოთოლცვენას უფრსკული, ოცინდალეს  და  ნაზოდელავოს  მღვიმეები.  ამ მიმართულებით მარტო სახელმწიფო   ვერაფერს გახდება. სასურველია კერძო სექტორის ინვესტიციები და  მათი დაინტერესება. გვაქვს უდიდესი საგანძური. რაც უფრო მეტი გაიგებს მათ შესახებ, ეს  ძალიან მნიშვნელოვანია.

ჯანო, თქვენ ხართ დაბა ჩხოროწყუს წარმომადგენელი…..

-საკმაოდ რთული   და საპატიო მისიაა.   სოციალურ  საკითხებს  ბატონი დათო გოგუას, ბატონი ბესო ესებუას( ჩხოროწყუს საკრებულოს თავმლდომარე),  მთლიანად მერიისა და საკრებულოს მხრიდან პრიორიტეტული  ყურადღება ეპყრობა. რამოდენიმე სახის სპეციალური პროგრამა-დახმარება არსებობს. ვცდილობთ მოსახლეობაზე ვიყოთ  ორიენტირებული. აქცენტებია დასმული ბევრი მიმართულებით: მრავალშვილიანი ოჯახები,  სხვადასხვა დაავადებები, უსინათლოთა, უპოვართა, უსახლკაროთა  დახმარება.  ყველა პრიორიტეტის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. შესაძლებლობების ფარგლებში  ვცდილობთ პროცესი  სათანადოდ წარმიმართოს , როგორც მერიის, აგრეთვე საკრებულოს მხრიდან.

პრობლემების დიდი ნუსხა  ინფრასტრუქტურის საკითხებზეა. დაბა მჭიდროდ დასახლებულია, ცენტრალურ უბნებში პრობლემა მეტნაკლებად მოგვარებულია.   მძიმე  გახლდათ  საროდონაიოს  მდგომარეობა. ამ მომენტში   3 კილომეტრიანი ასფალტის  საფარი იგება, რომელიც ჩიხებსაც კი მოიცავს,  რაც ადგილობრივ მოსახლეობის  მოთხოვნებზე ჩვენი  პასუხია.   გვრჩება გარახას უბანი, კიდევ რამდენიმე მიმართულება.   უკვე დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოები და  ვეცდებით მალე მოგვარდეს.

თქვენ ბრძანდებით  მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე . საკრებულოს უმრავლესობა რა ინტენსიურობით იკრიბება და რამდენი ადამიანია გაერთიანებული?

-საკრებულოში 28 წევრიდან მმართველ პარტიას 20 ადამიანი წარმოადგენს.  ვმუშაობთ ყველა ფორმატში:  სხდომები, უმრავლესობის შეხვედრები,  კომისიების მუშაობა, თანამშრომლობა  მერთან თუ დარგობრივ სამსახურებთან. მთავარი კი  ამომრჩევლებთან  ინტენსიური  კონტაქტია.

ინტერვიუ ჯანო პერტაიასთან

ავტორი chkhorotskuge

დაბა ჩხოროწყუს წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოში ჯანო პერტაია დღეს 28 წლის შესრულდა. დაბადების დღის გამო შევთანხმდით პოლიტიკაზე არ ვისაუბრებდით,მაგრამ ჩემი კითხვები მაინც ძირითადში  პოლიტიკური სახის გამოვიდა. დაპირება ვერ შევასრულე. 

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00