მასქურის ბლოგი მთვარის გაცილება by maskuri 14/04/2018 written by maskuri 14/04/2018 1K როცა გავაცილე მთვარე,ცაზე ვარსკვლავები გაჩნდა.და ამ მოწმენდილ ცაზეუცხო ვარსკვლავები ჩანდა. ფიქრი მოიტაცა ქარმა,ღრუბელს მიეფარა ღამე.შენი სიყვარულით ვიწვი,განა დავაშავე რამე? აი, დაჰკრა სხივმა ზეცით,ქარი ამოვარდა გიჟი.ღრუბლებს ერეკება, შავებს,მე კვლავ სიყვარულით ვიწვი. მთვარის გაცილება მახსოვსროგორ ჩამოწვა ბინდი.წლების მანძილზე მარტოშენსკენ ნაბიჯებს ვთვლიდი. შენკენ მომავალ გზაზეოცნებას ფიქრში ვცვლიდიდა გაცილებულ მთვარესასე გავუბი ხიდი. და ამ ხიდის იქით, ბილოს,მთვარე მომღიმარი იდგა,მისგან მომავალი სხივისულის სიამეს მგვრიდა. ქარმა დამიბრუნა ფიქრიდა მეც ჩემს სათქმელს ვიტყვი.მთვარე, მაპატიე, თუკიუშენოდ ბედსა ვცდიდი. შენთან გაცილების შემდეგსულის სიმარტოვე მღრნიდა,ახლა დაგიბრუნდი ისევ –შენთან ქორწინება მინდა. როცა გაგაცილე, მთვარე,ირგვლივ ჩამოწვა ღამე,ვერც მზე აღწევდა წყვდიადს,უშენოდ ბნელოდა, მთვარე. ახლა დაგიბრუნდი ისევ,შენთან ქორწინება მინდა!მზისგან ვიგრძენი სითბო,შენგან – სიყვარული წმინდა. მასქური 0 comments 0 FacebookTwitterEmail maskuri previous post ახალი ქანდაკება : გალაკტიონ ტაბიძე. მასალა: ქვა. …. next post გრიგოლ შენგელია “გვიანი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალები ოჩხომურიდან” You may also like თავისუფლების სახელით 01/06/2018 ძმებო მგოსნებო! 07/05/2018 თანაფა 08/04/2018 ღვთის უმადური ნუღარ იქნები 01/04/2018 უბრუნდებიან ბუდეს მერცხლები 31/03/2018 ქალი ნამდვილი 08/03/2018 მუხური 04/03/2018 ჩემი თვალსაზრისი 02/03/2018 ხალხის სიბრძნე 02/03/2018 სამშობლოს 02/03/2018