CHKHOROTSKU.GE

სოფელ ლესიჭინეში დედამიწის დღე აღინიშნა

ავტორი chkhorotskuge

დედამიწა ჩვენი სახლია!“- ამ სლოგანით ლესიჭინეს მეორე საჯარო სკოლა დედამიწის დღისადმი მიძღვნილ გლობალურ კამპანიას შეუერთდა.

2024 წელს დედამიწის დღის მთავარ თემად შერჩეულ იქნა – „ პლანეტა პლასტმასის წინააღმდეგ“, რომელიც მოუწოდებს საზოგადოებას შეამციროს პლასტმასის წარმოება-გამოყენება, არ დაანაგვიანოს გარემო, რადგანაც პლასტმასის ნარჩენებით გარემოს დაბინძურება ერთ-ერთ უმწვავეს საკითხად იქცა მსოფლიოში.

22 აპრილს,  სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები გარემოს დაცვით ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვნენ და თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანეს ამ მეტად მნიშვნელოვან აქციაში.

 ერთობლივი ძალისხმევით მოხდა სოფელ ლესიჭინეს დაბინძურებული ადგილების, გზისპირა უბნების , ასევე მდინარის სანაპიროების გაწმენდა, დასუფთავება, ნაგვის შეგროვება და ურნებში განთავსება.

დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა ასევე შექმნეს ნახატები, პლაკატები და გააფორმეს სლოგანებით : ,, შენს დღეს გილოცავთ დედაო მიწავ!, ,, გჯეროდეს, გაგიფრთხილდებით!“, ,, დავრგოთ მეტი ხე! ” , ,, აჩუქე ერთი დღე დედამიწას“, ,,დედამიწა საფრთხეშია!”, ,, ბუნება ჩვენი მეგობარია!”. ბავშვებმა სკოლის ეზოში დარგეს მწვანე ნარგავები, ყვავილები და გაალამაზეს გარემო.

დედამიწის დღე ემსახურება იმის შეხსენებას, თუ რამდენად ლამაზი და მშობლიურია ჩვენი პლანეტა. ბუნება, მცენარეები და მიწა ადამიანის ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე და ვიყოთ მეტად ეკო-მეგობრულები!

მოსწავლეება ამ აქციით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმას, რომ მათ სურთ იცხოვრონ უფრო ჯანსაღ, უსაფრთხო და სუფთა გარემოში!

აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა : დოდო ხარებავამ, ეთერ მორგოშიამ, მაკა ყალიჩავამ, მალხაზ სიჭინავამ, ზვიად ქარჩავამ, დათო იზორიამ.

გარემოსდაცვით ღონისძიებებში გამოვლენილი განსაკუთრებული მონდომებისთვის აღსაზრდელებს მადლობის სიგელი გადასცა სკოლის დირექტორმა რუსუდან ლაშხიამ.

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00