სოფელი ლესიჭინეჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმი ხორავები და ოჩხომური by chkhorotskuge 08/11/2019 written by chkhorotskuge 08/11/2019 1.2K ო – ჩხომ – ურ – ი ლესიჭინის შემადგენლობაში შედის. ჩხომ-ი მეგრულად თევზს ნიშნავს, ხოლო ოჩხომური, სათევზაო ადგილს . სურათში ძველ საფლავს ხედავთ , რომელიც 1888 წლით თარიღდება. საფლავი ვინმე ხორავას ეკუთვნის, რომელიც 21 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხორავები ოდითგანვე ოჩხომურში სახლობდნენ, და არ არიან სხვა კუთხიდან აყრილ-გადმოსახლებულნი. მეორე სურათზე თქვენ ხედავთ წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიას, იგი აგებულია დაახლოებით, მე – 17 საუკუნეში, კომუნისტების დროს კი დაანგრიეს. მისი დანგრევამდელი სახე და დანგრეულიც შენახულია ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში. სოფელმა ცოტა ხნის წინ სალოცავი აღადგინა… ეკლესიაში დაკრძალულია ორი მიცვალებული, ორივე მღვდელი: მამა-შვილი ხორავები, სოფელში მცხოვრებ მოხუცებისგან მსმენია, რომ ისინი მე – 18 საუკუნეში მსახურობდნენ ამ ეკლესიაში. ხორავები, ძველად, იყვნენ მღვდელ-დიაკვნები, რაც ამ ეკლესიიდან მტკიცდება… ეგ ხე, რომელსაც ხედავთ, ორ საუკუნეს ითვლის, ხოლო ეგ საფლავი, ამ ხის ძირასაა, ფესვებმა ( სურათზეც ჩანს), საფლავის მარცხენა მხარე აწია… და ბოლოს, ეკლესიიდან მარჯვნივ, ორას მეტრზე, ცხოვრობდა დიდი მსახიობი, აკაკი ხორავა, ხოლო მის გაგრძელებაზე, ერთ კილომეტრზე მე ვცხოვრობ. ეკლესიის მარცხნივ აღმართია, სადაც დგას უტუ მიქავას ხელით ნაგები პატარა მონუმენტი (თავისი ხელით ააგო, თუ აჯანყებულებს ააგებინა, ეგ არ ვიცი). შოთიკო ხორავა ლესიჭინელებილესიჭინეს ისტორიაოჩხომურიხორავა 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post გარახა next post Хорави и Очхомури You may also like ლესიჭინე — „მოყვარულთა თასი 2026“-ის ჩემპიონია! 30/06/2026 ლესიჭინელი პატარა ფეხბურთელები გასვლითი შეკრებისთვის ემზადებიან 29/07/2025 აკაკი ხორავას მუზეუმი ოჩხომურში 24/07/2025 სოფელ ლესიჭინეს ტოპონიმიკა კრებულის მიხედვით 22/06/2025 სოფელ ლესიჭინეში დედამიწის დღე აღინიშნა 24/04/2024 მშენებარე ბაღი ლესიჭინეში 31/01/2024 ლესიჭინეს თემის ახალგაზრდულ კლუბ „ჭყიტას“ ბაზაზე ახალგაზრდული სასწავლო... 27/07/2023 სოფელი ლესიჭინე- ყველაზე სუფთა სოფელი 01/05/2023 გაზეთი “ცნობის ფურცელი”1903 წლის მუხურისა და ლესიჭინეს შესახებ... 27/02/2023 საჩუქარი მუზეუმს 31/01/2022