კურორტი მუხური შურუბუმუ, მდინარე დეიძახი და უნიკალური მღვიმე by chkhorotskuge 17/10/2019 written by chkhorotskuge 17/10/2019 3.2K მუხურის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ადგილი, რომელიც შურუბუმუს სახელითაა ცნობილი. იქ მოხვედრა მდინარე ხობისწყალზე განლაგებული ხიდის მეშვეობით ადვილად ხერხდება. თავიდან პატარა სივრცე გადაიშლება, სადაც სულ რამდენიმე კოტეჯია განთავსებული მუხურის ცენტრიდან შურუბუმუს ხიდამდე მანძილი დაახლოებით 4 კმ-ია. შურუბუმუს ხიდი, საიდანაც შურუბუმუში მოხვდებით კოტეჯი შურუბუმუს მხარეს. ჯერჯერობით გაურკვეველია მისი ბედი და მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. უშუალოდ ეს ტერიტორია მცირეა და ერთდროულად მხოლოდ რამდენიმე ტურისტულ ჯგუფს თუ უმასპინძლებს, შურუბუმუდ მოიხსენიება როგორც ადგილი, აგრეთვე ტყე და მღვიმე რამდენიმე მეტრში საოცარი სანახაობა გადაიშლება, რომელიც მდინარე დეიძახის უკავშირდება. დეიძახი მეგრულად დევის ძახილს ნიშნავს და მიწისქვეშა წლის იდუმალ ხმაურთან ასოცირდება. მდინარე დეიძახი მიწისქვეშა აუზის საზრდოობის ფართობი წინასწარი კვლევებით 30 კვ.კმ აჭარბებს და დადასტურებულია 20 კმ-ზე მეტი სიგრძის მღვიმური სისტემის არსებობა, ხავერდოვანას უფრსკულის პირდაპირი კავშირი დეიძახთან. განმუხტვა სეზონურია და აქაური ხავსის საფარი სილამაზეს არასოდეს კარგავს. სამწუხაროდ სტუმრები ხშირად უდიერად ეკიდებიან ბუნებას და ამდენად საჭიროა კერძო სექტორის ჩართულობაც. გადმოცემები და ლეგენდები ხშირად გარკვეულ საფუძვლებს ემყარება თქმულება #1 – ხმები მიწიდან!– ესაა ნიშანი, რომ განმუხტვის პროცესი ახლოვდება , ხოლო ხმები შიდა მდინარეებსა და ტბებს ეკუთვნით. თქმულება#2 წყლის სიწმინდე და რიდი– აქ მცირე ნალექიც კი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, შესაბამისად მექანიკური ზემოქმედებას თავისი შედეგები მოყვება. ცხადია, არაფერ შუაშია განგება,წყევლა და ა.შ სპალეოლოგ იგორ ფიჩხაიას როლი ძალიან დიდია აქაურობის კვლევაში შურუბუმუს კარსტული მღვიმე მიგარიას მასივის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.მღვიმის შესასვლელი ქვის ნაზვავით არის ჩაკეტილი. მის ფსკერზე გაედინება წყლის ნაკადი. მასში იგრძნობა ჰაერის მასების სუსტი მოძრაობაც, რასაც ზედაპირსა და სიღრუეს შორის ტემპერატურათა სხვაობა განაპირობებს. შურუბუმუს მღვიმისთვის დამახასიათებლია ვიწრო ხვრელები, სიღრუეები სიფონური წყლით იკეტება, თუმცა გავლა ბოლომდე შეიძლება (150 მ). სიღრუე გამომუშავებულია ზედაცარცული (ტურონი) ასაკის თხელშრეებრივ კირქვებში. მღვიმე დამშვენებულია თითქმის ყველა სახის ნაღვენთი ფორმებით – სტალაქტიტიდან დაწყებული, ჰელიქტიტების ჩათვლით. კედლები მორთულია “გაქვავებული ჩანჩქერებით”. მღვიმეში გაედინება წყლის ნაკადი. წყარო შურუბუმუს ქვაბული ვიზუალურად, დედამიწის ზედაპირზე თითქმის არ ფიქსირდება. მისი არსებობის გარკვეული ნიშნები აღინიშნება მდ. ხობისწყლის ხეობის მარცხენა ნაპირზე, სადაც კირქვული მასივის ვერტიკალური და დამრეცი კედლები დანაპრალებულია და სიღრმიდან ისმის წყლის ხმა. ნაპრალში ჩაგდებული ქვის მიერ გამოწვეული ექოს შედეგად შესაძლოა ვივარაუდოთ კარსტული სიცარიელის ზომები. უხვი ატმოსფერული ნალექების მიუხედავად, დედამიწის ზედაპირზე მხოლოდ რამდენიმე ნაკადულის გამოსასვლელი გვხვდება. სამაგიეროდ, კარსტულ მასივში არსებულ მრავალრიცხოვან სიცარიელეებში უხვად გაედინება მიწისქვეშა წყლები. განმუხტვის დროს 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post იარსებებს თუ არა საფეხბურთო კლუბი ჩხოროწყუს “სამეგრელო” ? გუნდი კრიტიკულ მდგომარეობაშია ! next post დათო გოგუა-ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი 2012-2025 You may also like „კვირა ძელქვებში“-კირცხის ძელქვების უნიკალური კორომი: ბუნება, მეხსიერება და... 04/05/2026 წარმატებული დებიუტი ოქტაგონზე: მუხურელმა ლაშა თოლორდავამ GAMA-ს სარეიტინგო... 03/04/2026 🎭 ჩხოროწყუელ და მუხურელ ახალგაზრდა მსახიობთა არაჩვეულებრივი მოგზაურობები... 06/06/2025 “ქორთუა ღალი” ლეწურწუმეში 30/10/2023 ემილიანე ლემონჯავა – ჩხოროწყუს რაიონის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება 11/03/2023 “მოგზაური” მუხურში მომხდარი ამბოხების შესახებ 09/09/2022 რომან თოლორდავა-მუხური იქნება ძლიერი ევროპული ტიპის სოფელი და... 29/05/2022 ჯაგა სიჭინავას ნაამბობი 04/12/2021 ერატიკული ლოდები შურუბუმუს არეალში 28/06/2021 დამწყები შემოქმედების გამოფენა მუხურში 15/06/2021