CHKHOROTSKU.GE

იარსებებს თუ არა საფეხბურთო კლუბი ჩხოროწყუს “სამეგრელო” ? გუნდი კრიტიკულ მდგომარეობაშია !

ავტორი chkhorotskuge

 რამდენიმე თვის წინ,  ჩემთვის საპატივცემულო ადამიანებმა მთხოვეს ჩხოროწყუს ფეხბურთისთვის საიტი დამემზადებინა და უარი ვერ ვუთხარი.

კონტენტი მოვიძიე , ძრავა და თემა შევარჩიე. ერთადერთი დომეინის ფული იყო გადასახადი. კი გამიკვირდა რომ 30 ლარი არ  ქონდათ, მაგრამ გავუღიმე, ალბათ ცოტა ხანში  მოხერხდება, თუმცა თვების შემდეგაც ასეთი გაღიმებული დავრჩი.

არავინ შემეხმიანა…..

როცა მოლოდინის რეჟიმი  ყველა ადეკვატურ ვადას გადაცდა, 30 ლარი ჩემი ჯიბიდან ამოვიღე და ჩხოროწყუს ფეხბურთის დიადი, საქმეებით დაკავებული  მენეჯმენტი ამაშიც კი  არ შევაწუხე.

საიტი ჩაირთო, უკვე 2 თვეა მუშაობს, მაგრამ  1 ( ერთ) კაცსაც არ გახსენებია, 1 ( ერთი )  ინფორმაციაც არ მოუწოდებიათ.  ინტერესი=0ს.   ვეცდები კვლავ ჩემი და გულშემატკივრების ძალებით საიტმა მუშაობა გააგრძელოს, მაგრამ ბატონებო, ჩემთან კი არაა სირცხვილი, თქვენი ინერტულობაა სრული გაუგებრობა.

როგორც კულისებიდან ცნობილი ხდება, გუნდი დაშლის პირასაა. მძიმედაა  ჰონორარების გაცემის საკითხი, ხოლო გულშემატკივრები ტრიბუნაზე საკუთარ კლუბს კი არ გულშემატკივრობს, მწვრთნელს და ფეხბურთელებს  დედას აგინებენ.

 ჯერ ერთი, პატარა მუნიციპალიტეტისათვის ასეთი ქმედება  მიუღებელია, რადგან ყველა მათგანი ან ჩვენებურია ან რაიონის ოფიციალური სტუმარი.

მეორე, მგონი დროა გულშემატკივრებს კითხვა დაგვებადოს , თუ რა ბედი ეწევა არა მარტო ჩხოროწყუს „სამეგრელოს“, მთლიანად ადგილობრივ სპორტს, სადაც სტანდარტების ამაღლების გარეშე  ფონს ვერავინ გავა.

 მერიის დადანაშაულებაც მიუღებელია.  დათო გოგუამ მკვდრეთიდან გააცოცხლა გუნდი, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთი სწორ დაანგარიშებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე დახარჯული თანხები წყლად იქცევა და ხობისწყალს გაყვება.

 ქალთა ფეხბურთი  ფაქტიურად მოისპო, საბავშვო ფეხბურთის დონე არასაკმარისია, ახლა უკვე მთლიანად კლუბია დაღუპვის პირასაა და   მერია,  ამ კლუბის სტაფი, გულშემატკივრები, ფეხბურთელები ხომ არ შევხვედრილიყავით? კითხვები არსებობს, პასუხები კი არ ჩანს! მხრების აჩეჩვა  პასუხი არაა.

საიტზე არავინ იდარდოთ. ამას ჩვენ მივხედავთ, მაგრამ სულ ნუ ჩავკლავთ ჩხოროწყუში ფეხბურთს! პატივი ვცეთ მოწვეულ მწვრთნელს, პროფესიონალს, ვისაც ეს საქმე აბარია და იქნებ გავიზარდოთ….. სირცხვილია. უკვე 2019 წელია. აქ კი  ვარჯიშის, ჰონორარების, სავარჯიშო ბაზის გარეშე გვინდა წინ წავიდეთ? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00