დაბა ჩხოროწყუ რაიონის ცენტრში მდებარეობს. მას აღმოსავლეთით, მდინარე ოჩხომურის გაღმა გარახას მაღალი სერი ესაზღვრება, რაც ამ სასოფლო საბჭოს შემადგენლობაში შედის. სადაბო საბჭო ოჩხამურისა და ხობისწყლის გაშლილ ჭალაზეა გაშენებული და მდიდარია ხილითა და ვაზით. ნიადაგი წითელმიწა ალუვიური ხასიათისაა. ვაკე მზის გულის მდებარეობა სოფელს ხილისა და ვაზის წალკოტის ყოველი ღირსებით მოსავს. დღეს სადაბო საბჭოში 1500 კომლზე მეტია, 3800 მცხოვრებით. აქ თავმოყრილია ადგილობრივი მრეწველობის საწარმოები, ღვინის ქარხანა, ჩაის ფაბრიკა, ჰიდროელექტროსადგური და მრავალი სამრეწველო სახელოსნო.

ჩხოროწყუ ქალაქური ტიპის დასახლებაა. იგი განსაკუთრებით 1978-1980 წლებში დამშვენდა. აიგო მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, გაშენდა პარკები და სკვერები. კულტურის კერები კეთილმოწყობილ შენობაშია მოთავსებული. 1975 წელს დაარსდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ყველა ოჯახი სარგებლობს ბუნებრივი გაზით. დაბა
გარახა — უბანი. მაღალი სერია მდ. ოჩხამურის აღმოსავლეთით. იგი მდინარის ვიწრო ჭალებს გადაჰყურებს. სერის თხემს გარახას გალავნის რკალი მიუყვება, რომელშიც სამი ციხის ნანგრევია ჩართული. მათ შორის ცენტრალური ციხე–ჯიხა ოთხკუთხა პირამიდული ფორმის მკვიდრად ნაგები კოშკია. ეტყობა,
მას საკუთარი ეზოც ჰქონდა, სადაც, აღმოსავლეთით კიდევ ერთი ოთხკუთხა ციხეც მდგარა. 1.„ამ ციხე–გალავანს მიუყვებოდა ადრე რომაელი სარდლის ჯარის გზა, ხოლო შემდეგ — ყურსალების, – ტყვეთა მსყიდველების გზა. იგი თურქობის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ძლიერ გამაგრებული სიმაგრე ყოფილა. ამ ციხეში თავშეფარებული ხალხი დიდხანს და წარმატებით უმკლავდებოდა მტერს. მას ნათურქუსაც ეტყვიან. სიტყვა გარახა გამიგონია: „გარამ ხურუა“ — უფსკრულიანი, კლდიანი ხეობა. ასე ხსნიდნენ მას ჩვენი ძველები: „
გარამ ხაბორე“. მართლაც, ძლიერ ფლატეზე. ჩამოქცეულ უფსკრულის პირას დგას ეს ციხეები და, საერთოდ, მთელი გალავნის საზი. ახლა ამ გალავნის ხაზის გაყოლებით უძველეს კრამიტს, ქვევრებს და ქოთნებს პოულობენ“ (სამსონ ბახვას ძე მამფორია, 76 წლისა). 2. „სულ გოროხი ქვებითაა მოფენილი, ამიტომ ეპისკოპოსი ლეონიდეს განმარტებით „გარახა“ სწორედ ამის გამო უნდა შერქმეოდაო ამ სოფელს. ძველად მას „ნაჯაგუ“ რქმევია“ (გ. ხუხუნი). „ 3.გარახას გორაკზე ქედი-ქედ უძველესი გალავანი. გადიოდა თურმე. ამ გალავანში ჩაშენებული ყოფილა სამი ციხე, რომელიც თურქების დროს აუგიათ. თურქების შიშით ხალხი ამ ციხეს და გალავანს. აფარებდა თავს. თათრების ერთ-ერთ რაზმს გარახას ციხის ძირამდე მიუღწევია. აქ პატარა ქოხში მოხუცი ყოფილა. დარჩენილი. მოხუცს დავალებული ჰქონია სოფელში მომხდარი ამბავი ეცნობებია მეციხოვნეებისათვის. თათართა სარდალს მოუთხოვია მოხუცისათვის, ციხეში მიეტანა ამბავი: თუ არ დაგვნებდებით სოფელს გადავწვავთ, თქვენს ციხე-კოშკსაც დავანგრევთ და თქვენც დაგხოცავთო. ვადას აძლევდა ერთ დღეს, თანაც საშინლად იგინებოდა თურმე. მოხუცი გაბრაზებულა და თათრისათვის სიტყვა შეუბრუნებია,თათარს ხმალი. დაურტყამს, მოხუცს. ხანჯლით. სარდალი განუგმირავს. თითონაც თავი მოუკლავს“ (ბაბუცა ვეკუა).
ოხვამე კარი (ეკლესიის კარი), ადგ.. „აქ ეკლესია მდგარა ქვის, შემდეგ დაანგრიეს. იგი სოფლის ცენტრი იყო. ეკლესიის წინ მოედანი, — თავშესაყრელი, ოშაყარ და ნაოსხაპუ იყო. აქ ჯარალუა იცოდნენ“
ნოხორიი (ნასახლარი), ადგ.. ახლა საყანეა.
გაკებული (გაკავებული, გახერგილი), ადგ.. „ეს ადგილი ქვითკირით ყოფილა გამაგრებული, გაკავებული, გახერგილი. მტრის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ეს ხერგილი ჩაიკეტებოდა თურმე. მასაც „ნათურჭუს“ ეტყვიან“.
ჯოღორ ღალ (ძაღლის ღელე). ღელე.
გუჯაში ნოხორი (გუჯას ნასახლარი), ადგ..
ჯგემარიონი (ჯგემარიამი), უძველესი ნაოხვამუ. „აქ ჩვენი ძველები მისარონის სალოცავს ლოცულობდნენ. აქ ღვთისმშობლის ეკლესია იდგა“.
ნაოსხაპუ (ნასაცეკვარი), ადგ.. „აქ დიდი ცაცხვი იდგა. ხალხი თავს იყრიდა და ცეკვით და სიმღერით ერთობოდა. აქ სისო ბებიამ მოიტაცა მამფორიას გოგო, ერთ თვეს ყავდა და შემდეგ გააგდო, რის გამო სისო ბებიას მთელი ოჯახი ამოწყვიტეს მამფორიებმა. ამის შემდეგ მამფორიებსა და ბებიებს შორის ინტერესი ჩამოვარდა. ამ ნაოსხაპუში ბებიები ვერ მოდიოდნენ. ამ ადგილს ცაცხვკარსაც ეძახიან“.
დობერა (დობილო), ადგ..
ჩეშონა (თეთრსვანური), ადგ.. „აქ ჩეშონური ვაზი იყო მაღლარზე. ამასთან, აქ ჩეჭიფეშიც კი იყო გაშენებული“.
ხოჯიში თოლი (ხარის თვალა), ადგ.. „აქ მაღლარზე იყო ხოჯიში თოის–ხარის თვალის ჯიშის ყურძენი. მან დიდი მტევნები იცოდა. შავი ფერისა“.
პანეშონა (პანეშისა), ადგ.. „აქ მაღლარზე პანეშის ვაზი იყო მიშვებული. შავყურძნიანი ჯიში, მისგან კარგი ღვინო დგებოდა“.
ნადუქანო (ნადუქნარი), ადგ..
ჯვეში შარა (ძველი გზა). გზა. „ჩვენი ძველები ამ გზას ძველ გზას უწოდებდნენ“.
წყურგილი (წყაროს წყალი, ცივი წყარო). წყაროს თვალი. „ეს სულ უძველესი დროიდან ყოფილა ცნობილი. ცივი და ძალიან სუფთა წყაროა. დიდი წვიმების დროსაც არ იმღვრევა“.
ყალიჩეფიში საოდიარო (ყალიჩავების საძოვარი), ადგ..
საოდიარო (საბალახო), ადგ..
სორდიაში საოდიარო, სორდიას (გვარია) საბალახო, ადგ..
ჩეღალი (თეთრი ღელე). ღელე.
გოდაცურონი, ადგ.. „აქ, იტყოდნენ წინად, მაღლარზე მიშვებული ყოფილა
დაცურის ჯიშის ვაზი. დაცურს ეძახოდნენ ვაზს. მე არ მოვსწრებივარ“ (ნესტორ თეოფანეს ძე მამფორია, 74 წლისა).
ნაჯაგუ (ნაჯაგარი), ადგ.. „გასაჭირი და დიდი სიძნელე და შიშნანახი ადგილი:
ნასაჯაგუც ეწოდებოდა — ჯაგუნავების ნასახლარი“.
ნათურქუ ჯიხა (ნათურქალი ციხე), ციხე. „იგი ერთ-ერთი ციხე. სამხრეთის ციხეა გარახას იმ სამი ციხიდან, გალავანში ჩართული. ოთხკუთხა ციხის მხოლოდ პირველი სართულია შემორჩენილი. მტერი რომ წამოვიდოდა. აქ ყარაული — ჯეიბური მდგარა. ციხის თავზე ხალხს ფიჩხი ჰქონდა მოგროვილი და როცა მტერს შენიშნავდა. ცეცხლს დაანთებდა, ასე გადასცემდნენ ერთმანეთს მტრის შემოსევების ამბავს“ (ნ. მამფორია).
შქედი ყვანა (ჩრდილო ყანა), ადგ..
ჩეშონური (თეთრი სვანური), ადგ.. „აქ მაღლარზე თეთრი სვანური — ჩეშონური იყო მიშვებული. კარგი მოსავალი იცოდა იმ დალოცვილმა, ჯგირი მონაწილი უჩქუდუ თი ხვამირს, ჯგირი ღვინი რდითუდუ თიში ყურძენიშე“, — კარგი ღვინო დგებოდა მისი ყურძნისაგან“ (ნ. მამფორია).
ყალიჩეფიში სუკი, ყალიჩავების (გვარია) სერი. ადგ. სერი.
პატონ სქუაში ნაჯვანუ, ბატონიშვილის ნაყანევი, ადგ.. „აქ ბატონიშვილის საყანე დიდი მასივი ყოფილა, სადაც ყმები ამუშავებდნენ მიწას“.
დობერა (დობილო), ადგ. მაღლარი ვაზით.
სასორდიო. სიორდიების (გვარია) უბანი.
საბებიო. ბებიების (გვარია) უბანი. „სულ ბებიები. სახლებულან წინად ამ ადგილებში“.
საქებურიო, ქებურიების (გვარია) უბანი, სადაც ქებურიები ესახლენ წინად. „
გარახაში ძველ დროიდან სახლობდნენ: მამფორიები, ბებიები, სორდიები. ქებურიები, კვირკველიები, პაპასკირები, ფირცხელავები, ვეკუები, პაპავები“ (ნ. მამფორია).
თუდონ გარახა (ქვედა გარახა), ადგ.. „მოხუცების გადმოცემით, ეს ადგილები ნაზღვავარი ყოფილა. აქ ყოფილა გემების მისაბმელი რკინის ძელიც კი“ (ნ. მამფორია).
ხომა კირდე (ხურმა კლდე), ადგ.. „ეს კლდე ყოფილა უძველესი ნავსაყუდი, აქ რკინის ძელი ყოფილა კედელზე მიჭედილი, — ასე ამბობდნენ ჩვენი ძველები. ხომა ხვამარდი ნიშნავს ხომალდს, კირდე — კლდეს. ხომალდის მისაბმელი კლდე. გადმოცემით აქ ზღვა ყოფილა, ამ კლდესთან კი ნავმისადგომი“ (გ. ხუხუნი).
ქუაუდე (ქვასახლი), კარსტული გამოქვაბული. „ქვა გამოხრულია სახლის მსგავსად. ქვაბის პირს ქვითკირით გამაგრების კვალი ამჩნევია“.
კირნატახა.(კირნამსხვრევი)„უძველესი საკირე ყოფილა. აქ კირისათვის ქვას ამტვრევდნენ თურმე ძველად“ (ნ. მამფორია).
შაქროში ხაბლა (შაქროს ქვიანი), ადგ..
ნაკლასუ (ნასკოლარი), ადგ.. „უძველესი ხის შენობა იდგა, სადაც ერთკლასიანი სკოლა ყოფილა, შემდეგ ცენტრში გადაუტანიათ“.
ნაოხვამუ (ნასალოცვარი), ადგ.. „უძველესი ნასალოცვარია, საბებიოში ოხვამესაც ეტყვიან, ახლა სასაფლაოა“.
სავეკუო, ვეკუების (გვარია) უბანი. ადგ. დღეს აქ ვეკუები არ ცხოვრობენ.
ლეპაპე-პაპავების გვარია (უბანი)
გუჯუში გენახვილა (გუჯუს დანაკლავი), ადგ..
ოთუნთე (სადათვო), ადგ. დღეს ჩაის პლანტაციაა.
ნოხორიი (ნასახლარი), ადგ. დღეს სიმინდის ყანაა.
არახამიაში ნახვანუ (არახამიას ნაყანევი), ადგ..
პალიაშ ღალი (პალიას ღელე), ღელე. „მას პალიაშ ღალსაც ეტყვიან“.
ლეფირცხალე, ფირცხელავების (გვარია) უბანი. „მთელი სოფელი, სულ ფირცხელავები სახლობენ აქ“.
ბუმე, ადგ..
ბუმე წყარი (ბუმე წყალი), დიდი ღელე, ოჩხომურის მარცხენა შენაკადი.
ქვაბი (კარსტული გამოქვაბული), გამოქვაბული. „ლეფირცხალეში ქვაბს უწოდებენ“.
მამფორიაში სუკი (მამფორიას სერი), ადგ. გორაკი.
ჭუბურონა (წაბლნარი), ტყე. დღესაც წაბლნარია.
ქვაბდუდი (გამოქვაბულის თავი), ადგ.. დღეს საყანეა.
გუდა ხვანა (გუდა ყანა), ადგ. დღეს საყანეა. „იქიდან ჭირნახული გუდით ჩამოჰქონდათ“.
კადარა (ქვიანი), ადგ.. „სულ კეჭნარი, ქვიანი გორაკი“.
მეედანი (მოედანი), ადგ.. „ზეგანი — ლეფირცხალავეს ცენტრში. აქ ოშაყარ — თავშესაყრელი, საჯარო ადგილი იყო“.
ნაოსხაპუ (ნასაცეკვარი), ადგ.. „მეედანის თავში დიდი ცაცხვი მდგარა და მის ქვეშ იცოდნენ ჯარალუა“ (თამარ თედოს ასული სიორდია, 75 წლისა).
მელენი ყვანა (გაღმი ყანა) ადგ. დღეს ყანაა.
ხახელუუ, ადგ..
ნოხორიი (ნასახლარი), ადგ..
მუნოხონი ჯვანა (გამოღმა ყანა). ადგ.. „აქ ხვამაც იცოდნენ და ჯარალუაც. თურქობის, შიშიანობის დროს. ხალხი იყრიდა თავს, იშაყარუდ“ (თ. სიორდია).
ლეახალე (საახალაიო), ახალაიების (გვარია) უბანი, სოფელი. „აქ სულ ახალაიები სახლებულან და სახლობენ (ერასტი ანტონის ძე ახალაია, 71 წლისა).
როკისკური (როკი ღელე) ღელე.
კვარაცხელიაში სუკი (კვარაცხელიების სერი).
ხაკო. ადგ. დიდი უბანი (შემოკლებით „ხაბუმეს კოლექტივი“). „იყო მიწის კოლექტიურად დამმუშავებელი. საზოგადოება“. ადგილი
კეთელი ხანდა (კეთილი შრომა). უბანი. „ეს უბანი პირველი კოლმეურნეობის ცენტრი იყო, რომელიც 1929 წელს შექმნილა. მისთვის „კათელი ხანდა“ (კეთილი შრომა) უწოდებიათ და დღესაც ამ უბანს ამ სახელს ეძახიან. სხვა წინანდელი სახელი ხალხს დაავიწყდა“ (ერ. ახალაია).
აბანოშ წყარი (აბანოს წყალი), წყარო.
ზერდენერი, ადგ..
ლეკუცე (საკუციო), კუციების (გვარია) უბანი.
სტეფაში ნოხორიი (სტეფას ნასახლარი), ადგ..
თომაში ნოხორიი (თომას ნასახლარი), ადგ..
ტები, ტყე. დღეს ველია.
ურტყა (გაუვალი, ბნელი ტყე, ყრუ ტყე), ადგ.. „უღრანი, გაუვალი, გურუ ტყე ყოფილა წინად“.
ბერძენიში ნოხორი (ბერძენის ნასახლარი), ადგ.. „ბერძენი. სახლებულა აქ, თურქეთიდან მოსული, მჭედელი და ხელოსანი კაცი ყოფილა“.
გობეჩიაში მამული (გობეჩიას მამული), ადგ..
საპერტიო, პერტიების (გვარია) უბანი.
გოჭკადირი (გაჭედილი), ხიდი. „ხობწყარზე გადასასვლელი გაუჭედიათ, ხიდი გაუდგამთ“.
სავეკუო, ვეკუების (გვარია) უბანი.
სირული. ადგ.. „ქვედა ხობწყლის პირი სულ დასილულია, ამიტომ ამ ადგილისათვის უწოდებიათ ასე“.
სულერი, ადგ.. „აქ სელი ითესებოდა“ (მ. კვირტია).
გოჭკადილი (გაჭედილი), „ოჩხამურზე საკვარაცხელიოში გადასასვლელი ხიდი და მისი მიდამოებია“.
ლეცირგაიე, ცირგაიების (გვარია) უბანი.
ოჩხამურპიჯი (ოჩხამურ პირი). ჭალა.
დობერა (დობილო), ადგ..
ნადოხორუ, ადგ..
ენწერი (ეწერი), ადგ..
ჭალე, ჭალა.
ჩხოროწყუ (ცხრაწყარო), სოფელი. ს/ს ცენტრი. გადმოცემით აქ ცხრა წყაროს წყალი ამოდიოდა თურმე. ამათ შორის ერთი ცხელი ყოფილა, ერთი მარილიანი, ერთი მჟავე, ხოლო ექვსი ცივი. ანკარა წყაროს წყალი. ამ წყაროების მიდამოებში ძველ მესაქონლეებს თავიანთი კარავები დაუდგამთ, შემდეგ აქ დასახლებულან. ამ ადგილისათვის „ ჩხოროწყუ“ უწოდებიათ“. (გ. ხუხუნი).
მოიდანახე (მოდი და ნახე), ადგ.. „ამ სახელწოდების ადგილები აქ სამია. ერთი ამ ადგილას, მეორე ქვედა ხაბუმეს ცენტრში და მესამე ოჩხამურ გაღმა. ისე მდიდარი, ლამაზი ადგილი ყოფილა, რომ გურიიდან წამოსულ ვაჭრებს ძლიერ მოწონებიათ, „მოი და ნახე რა ლამაზიაო“ და აქ დუქნები გაუხსნიათ“ (გ. ხუხუნი).
ნადოხორუ (წასახლარი). ადგ..
ახალაიაში ოხვამე (ახალაიების ეკლესია), „დღეს საფლაოა“.
ბაღი (ხეხილის ბაღნარი), ადგ.. „აქ პირველ კოლმეურბას ბაღი გაუშენებია დიდ მასივზე. დღესაც ბაღია ნაწილზე, ნაწ საყანეა“.
ლეცირგაიე (საცირგაიო), ცირგაიების (გვარია) უგ.
ნაჯარუ (ნაჯარალი), ნაომარი, ადგ.. „აქ დიდი ომი მიმდგარა, ბევრი ხალხი დახოცილა“ (ერ. ახალაია).
ნაოსხაპუ (ნასაცეკვარი), ადგ.. „აქ ახალაიების ოშაყარ შესაკრები, საჯარო და გასართობი, დროის გასატარებელი: ადგილი იყო“.
ნადუქანუ (ნადუქნარი), ადგ.. „აქ, სოფლის შესასვლელში უძველესი ნაყაფანარი და ნადუქანარი ადგილია. აქ ბაზრობა იმართებოდა“.
ნაკამცეარუ (ნაკანცელარი), ადგ.. „აქ მამასახლის კანცელარია მდგარა
დობერა რზენი (ველობი დობილო), ადგილი მდინარე ოჩხამურის ჭალაში.
ოქაჯე (საქაჯო), ადგ.. „საქაჯო. საშიშარი ადგილი“.
ნაქერუ (ნაქერალი), ადგ.. „აქ წინად ჩვენს ძველებს ქეუთე“.
ნახაჯუ (ნაცერცვალი), ადგ.. „ცერცვი მოჰყავდათ ადგილებში ჩვენს ძველებს“.
ნაჭვი (გადანაწვი), ადგ.. „მონაჭვარა ადგილია. გადაუწვავთ ახალაიებს და ყანა დაუთესიათ. ყამირი გაუტეხიათ, ახოდ დუდვიათ“.
ნაღუმუ (ნაღომარი). ადგ.. „ასეთი ადგილები ყველგან იყო. ჩვენთან წინად უმეტესად ღომს თესავდნენ და მოჰყავდათ ოღონდ უფრო გოთე, მაღალ ადგილებში“.
ნაჭკიდუ (ნამჭადარი), ადგ.. „ნამჭადარი ადგილებ მრავალია“.
ოისირე (საისლე). ადგ.. „ჩემი ეზოს უკანაც დღეს ნასირუს ვეძახით. ყველა გლეხს ჰქონდა ასეთი საისლე ადგილი“.
ნაფაცხუ (ნაფაცხარი), ადგ..
ნაჯარგვალუ. ჯარგვალი მდგარა, ადგ..
ლეჯიქიე. ჯიქიების (გვარია) სამოსახლო უბანი.
ჩეჯა (თეთრი ხე), ჭალაა მდ. ოჩხამურის პირას. „ამჟამ თევზის სატბორო აუზია. მის ნაპირას პაპასქირების წისქვილი დგას“.
კიკური, ადგ.. „ოჩხამურის პირას. ეს პაპასკირების უბანია“.
პაპასქირიში ნოხორი, პაპასქირის (გვარია) ნასახლარი ადგილი.
კურკუზა (მიწაზურგა), ადგ.. „როდონაიების ეზოში 1959 წელს მიწის ხვნისას ამოცვივდა ბრინჯაოს იარაღები და მონეტები. ნაწილი ამ მასალებისა გაიბნა. ნაწილი კი დაცული იყო ჩხოროწყუს საშუალო სკოლაში“ (მამანტი კვირტია).
ქვაბი, გამოქვაბული. ლეფირცხალეს უბანში გარახას ქედიდ=ს გადასახედიდან არის ღრმა ქვაბი. ამბობენ მისი მეორე ბოლო ლოშაყეში გადის . გამოქვაბულის პირი ქვითკირითაა ამოშენებული. მასაც ნათუ
გარახას კლდეში მრავალი გამოქვაბულია, მათ შორის სამი გამოქვაბული ქვითკირით პირაკრულია. მას „ნათურქუს ეძახიან. თურქობის დროს ხალხი აქ აფარებდა თურმე თავს. იგი ხირზენი იყო. გამოქვაბულში დღესაც პოულობენ ქოთნებს, კეცებს, ნახშირს, ნაცარს. მას „ნარინსაც ეძახიან“ (ბაბუცა ვეკუა).
ტოტიაში ნოხორი-(ტოტიას ნასახლარი), ჩაის ფაბრიკა. დგას.
ხამე. ადგ..
ყალიჩონა, გამოქვაბული. „კარსტული მღვიმეა. განატოტებული. პირველი ტალანის სიმაღლე 5 მეტრზე მეტია. აქ ნაპოვნი იქნა ამხ. გრ. შენგელიას მიერ კერამიკული მასალა, ქვის იარაღები, ხოლო ქვაბის წინ ენეოლითური საცხოვრისისეული მასალა: ბრინჯაოს იარაღები, მძივები, ქვის იარაღები. იგი ინახებოდა ჭოღის საშუალო სკოლის მუზეუმში, ახლა ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობების მუზეუმის ფონდშია დაცული“ (გ. ხუხუნი).