სიახლეები პოეტ გიორგი გულუას ზუგდიდში უმასპინძლებენ by chkhorotskuge 12/11/2019 written by chkhorotskuge 12/11/2019 1.1K 13 ნოემბერს, 15.00 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში გაიმართება გიორგი გულუას პოეზიის საღამო რომ გავქცეოდი ნაცრისფერ ავდარს,ვეძებდი სითბოს ნისლიან ცაში.როგორც ყოველთვის არავის ჰგავდა,საჩემო სხივად, რომ ვნახე მაშინ. მას მერე აღარ გაუავდრია,მაგრამ დასკვნამდე მაინც მივედი –ოდესმე ისიც სხვასავით წავა,როგორც წესია იმის მიხედვით და მერე გზები გაიყოფიან,ცალ-ცალკე ვივლით მთელი არსება.თბილი გოგონა სხვებს, რომ აღარ ჰგავს,ბოლოს ყველას, რომ დაემსგავსება. * * *რა ცუდი დღე მაქვს და თან რა კარგი,ხვალ მეშინია ვერ ვიყო უკეთ,ვისაც ვუყვარვარ იმის დაკარგვით,თორემ ვინც მიყვარს – დავკარგე უკვე…———————————————-ქართველს რად მინდა სხვა მთა, სხვა კილო,ღვთისმშობლის წილსაც ვკმარობ მადლიანს,მხოლოდ წართმეულ მიწებს ვთაკილობ,თორემ სხვისი ცა არც მინატრია…. ****სცივათ თხელ შარვალში ზამთრის გადმონაშთი,მუხლი მუხლს უმალავს ფეხებს რაჰიტიანს,ღმერთო არ ღირს კიდევ ერთხელ გადმოკაცდე,ვერცხლი გაძვირდა და ლარად გაგყიდიან… * * * ჩვენ რახანია გამოვცდით გვირაბს,მერე ცალ-ცალკე ვნახეთ სინათლე.მე რახანია არავინ მიყვარს,არც მინდა ახლა, გითხრა სიმართლე.ასე ყოველდღე ვუყურებ მზეს და“მე ვხედავ მზეს” და ვხედავ როდია.გვირაბი ზურგის მხარისკენ გვრჩებადა სულ ახალი გზები მოდიან. ***** სულ პატარა გულად ჩანს,მხოლოდ ერთი შეხედვით.თუკი ბევრჯერ შემხედავ,შეამოწმებ შეხებითგაიკვირვებ, დიდია…ვერ უპოვო წუნი რით?! –რადგან ცხრაჯერ იყოფა,ერთი თხილის გულივით. ****ახლა ვუყურებ მთებს ჩამოთოვლილსთანდათან სითბოს კარგავენ, ჰო დავეღარ მიიღე ალბათ ვერაფრით,შენთვის იმდენი სითბო რომ მქონდა.წლები გავლენ ამ ნახევარს იმისსაუკუნე რომ ჰქვია პირობითდა გაიხსენებ განშორებისასმეც შენ და მთები როგორ ვტიროდით… ****მზე ღრუბლებიდან გასვლას გვიანობს,ლამის სიცივით დახოცოს მთები,წარმოიდგინე, თავქარიანო,ის, რასაც ვეღარ ხედვენ სხვები ***სიბნელემ მოიცვა ინი და იანიდა ყველა სინათლე გაქრა,როგორ მენატრება დღეები მზიანი,როგორ მენატრება, არ თქვა..ვერ ვიტან ასეთ წყეულ ამინდებს,გული, რომ არაფერზე არ მიდევს.ვიცი, იწვიმებს კიდევ სამი დღე,სახლს გარეთ, სადაც უნდა წავიდე.თითებზე ვითვლი და მშველის, ალბათ,ხანაც რთულად და ხანაც მარტივად.უსაქმურობის დროს დანგროვებმონეტებსა და ნუმიზმატიკას.იქნებ დამალვა სულაც არ ღირდა,არ ვჩივი მყინავ თუ სველ ამინდებს.მესამე დილას გავალ სახლიდანწვიმა – საითაც უნდა წავიდეს. ***არ ვამბობ, რომ სხვა პლანეტა აჯობებდა,ან სამყარო, სადაც ვცხოვრობ კარგი არი.მერამდენედ შევუდექი ახალ ეტაპს,მაგრამ მაინც არ მეცვლება ხასიათი. ***გინოდინაფა გიჩქნან,არდებელ ენეფიშ მიოფე.ვაკოქ ქარწყექნი თიმწკმა,გედირთი, მიკირთ დო მიოტე.) ***მოვლენ წვიმები წითლად უხეშნიდა ის ლურჯი ცა ჩვენთან ერთად იქნებიან …ის მოხუცი კი პარკის კუთხეში,უყურებს წვიმას, როგორც ნათესავს ავსებსრადგან წვიმები ეცემიან დარადგან არ გვჭირდება დაცვა წვეთებს …ეცემიან და ზევით ვარდება,ცხელ ასფალტების მშველელი მეკვლე.უხეში წითლად წვიმა მოვლენებიდა არტერიაც წითლად გაიტანსსისხლები,როგორც სიკვდილს შეჩვეულ პოეტს,თავსატეხს აარიდებს ლექსებს კაი ხანს …მოვა წვიმა და შემდეგ, რომ ვდარდობ,მოვა წვიმა და ტალახიანი.თვალთახედვით წამოწყება ცრემლი,მეტრად სველი და ოდნავ ჭკვიანი … * * *თოლიებიღრუბლები ზოგჯერ თეთრნი არიან,შემოდგომის თვის ყანის იმედით..აღარ წვიმს, თუმცა მოწვიმს გვარიანს…შეწითლებული ზღვა-ცის იმედით.ზღვაც თავის მხრიდან ისვენებს აღარ,რა მომასვენებს მეც ამ, მორიელსდა თევზებივით თოლიებს გაჰყვა,გაჰყვა და ისევ მიაქვს თოლიებს.ყანები მალე მოიმკებიანდა წითელი ცა წითელ ზღვის ზევით,წაიშლება და დაიშლებიან,რომ დაფრინავენ იმხელა წნევით.ახლა და სიტყვის დაუმთავრებლად,სიტყვები მაინც რჩება სიტყვებად…მოვა თოვლი და გაუქვავდებათ,ის ვინც იყო და აღარ იქნება… * * * გავა დრო და დრო რომელიცჩვენს ასაკებს გაეპარა…დღე გასული, დღე ყოველი,სიკვდილისთვის არის პარა.სიცოცხლისა ”ცათა შინა”და ისევე სიკვდილისა.წარსულმა თუ გაგვაცინა,იცინის ის ვინც იცინისა.მთაზე დიდი ლოდებია,ყორღანიდან მოსულ გნოლით,აკლდამები ცოცხლდებიან,არა ერთი, არა ორიდა ჩრდილები საათის ისრისპირისპირად იხრებიან.გვერდით ბატონ ლეონიძისძეგლია და ტიხრებია.აკლდამები ცოცხლდებიან,არა ერთი არა ორი…სად აქვს მთა ამ ლოდებიანისტორიას გამოგონილს. * * * * აჰა და როგორც იქნა ჰორორივიგემეთ – ახლა გემო კი ვიცით,ყოფილა, მაგრამ მაგრამ როგორი….ახლა ისედაც სიცილს რომ გვიშლის.ვზივართ ორნი და ძველი სარდაფიჩვენნაირებს ხომ მაინც მოძებნის….მთვარე დროებით სხვაგან გადადისდა ჩამომხრჩვალი ანგელოზებიც.და შენ ნაკიანს გაუიგივეეს წელიც და ეს ჩვენი შეხვედრაც.და როგორც წესი აღარ იტორე.სა ამდენი და ყველა შემთხვევა.ისე ლამაზად გადაიტანეისე ლამაზად და ისეთად რომ,სხვები ვერასდროს ვერ აგვიტანენ,მსგავსი რამებიც რომ კი ვიკადროთ…ჩვენ რომ ასეთი დღეეები გვიყვარს,ჩვენი სიბნელე ყველგან მოგვძებნის.თოკს გავებლანდეთ და საით მივალთ ?!ეს ჩამომხრჩვალი ანგელოზები — გიორგი გულუა-თან ერთად მონიშნულები 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ჩხოროწყუში next post ლეგერსამე- ახუთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026