მოგვწერეთ

ომარტობა 2026

ავტორი: chkhorotskuge

21 სექტემბერს, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფიჩხოვოში ტრადიციული სახალხო ზეიმი — „ომარტობა 2026“ გაიმართა.

„ომარტობა“ ნაფიჩხოვოში ყოველწლიურად ტარდება და სოფლის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კულტურულ ტრადიციად არის ქცეული. წელსაც, სადღესასწაულო დღის ფარგლებში, მრავალფეროვანი სპორტული, კულტურული და გასართობი აქტივობები ჩატარდა, რამაც ადგილობრივებსა და სტუმრებს ნამდვილი საზეიმო განწყობა შეუქმნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია, მერის მოადგილე თამარ ქობალია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და სოფლის მოსახლეობა.

დღესასწაულის მუსიკალურ-კულტურული ნაწილი ქართულ ფოლკლორსა და ტრადიციულ სიმღერებს დაეთმო. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგნენ ჩხოროწყუს კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანებასთან არსებული ანსამბლი „ჩხოროწყუ“, ასევე ნაფიჩხოვის კულტურის სახლის ბავშვთა ფოლკლორული ჯგუფი.

ქართული სიმღერა, ფოლკლორი, სპორტი და ერთმანეთის გვერდით დგომა — სწორედ ეს ქმნის იმ განსაკუთრებულ გარემოს, რომელიც ნაფიჩხოვოს ისტორიას, ტრადიციებსა და ადამიანებს აერთიანებს.

ღონისძიება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე ტურიზმის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

ფოტო და ინფორმაცია: ბაჩი თოდუა

-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00