6 ომარტობა (ასევე ცნობილი როგორც ნაფიჩხოვობა) — ტრადიციული სახალხო დღესასწაულია, რომელიც ნაფიჩხოვოს ადმინისტრაციულ ერთეულში აღინიშნება. ნაფიჩხოვობა ტრადიციულად 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ტარდება და აერთიანებს საეკლესიო, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს. რა არის ომარტობა? ომარტობა სოფლის თემის ერთობლივი ზეიმია. ამ დღეს იმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება, კულტურული ღონისძიება და კონცერტი. დღესასწაულის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია საცხენოსნო შეჯიბრება — მარულა. მარულა სამეგრელოში გავრცელებული ტრადიციული ცხენოსნური შეჯიბრება იყო. ომარტობა 2026 ტრადიციის მახასიათებლები სპორტული შეჯიბრებები: ტარდება სხვადასხვა ეროვნული სპორტული თამაშები და შეჯიბრებები კულტურული ღონისძიებები: იმართება ტრადიციული ცეკვები, სიმღერები და წარმოდგენები თემის ერთობა: დღესასწაული აერთიანებს მთელ სოფლის მოსახლეობას ნაფიჩხოვობა 2026 წელსაც დაიგეგმა ანონსის მიხედვით დაგეგმილი იყო სპორტული და კულტურული პროგრამა. 12:00 საათიდან სპორტული შეჯიბრებები: ჭადრაკი, შაში, ნარდი, ჭიდაობა და მკლავჭიდი — აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, მარჯვენა ხელით. 14:00 საათზე დოღი გაიმართა. მასში მონაწილეობას მხოლოდ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ცხენოსნები მიიღეს 16:00 საათზე კონცერტი ჩატარდა. არქივიდან ,,ნაფიჩხოვობა 2024″ ჭადრაკში გამარჯვებულები: I ადგილი ლუკა ბერულავა (ნაფიჩხოვოს ა.ე, სოფ .კურზუ) II ადგილი გიორგი გახარია (მუხურის ა.ე) III ადგილი ბაკურ გოგუა (ნაფიჩხოვო) გამარჯვებულები დიპლომებით და ფულადი პრიზით დაჯილდოვდნენ ნაფიჩხოვობა 2025 ფოტოქრონიკა ( მერიის არქივიდან) ნაფიჩხოვობა 2022 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge Following Author previous post ახალგაზრდულიდღეები 2026 საფინალო, დასკვნითი ვიდეო next post ომარტობა 2026