ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმიჩხოროწყუს ძველი ისტორიები ომარ ჩიტაია ჩხოროწყუზე ცნობილი ლექსის შესახებ by chkhorotskuge 07/05/2018 written by chkhorotskuge 07/05/2018 2K „ შენ სოფელი აღარა ხარ, არა არა ნწუ, შენ პატარა პარიზი ხარ ჩემო ჩხოროწყუ“ ჩვენი საიტი ცნობილი ლექსის წარმომავლობაზე ადრე წერდა. თემას არ შევეშვით და მიუხედავად ჯამრთელობის არასტაბილური მდგომარეობისა, ბატონმა ომარ ჩიტაიამ ექსპრომტის ამბავი მოგვითხრო. სახუმარო ექსპრომტი 1956 წელს დაბა ჩხოროწყუში პირველი ჰესის მშენებლობას უკავშირდება. ამ ფაქტით აღფთოვანებული მოსახლეობა სხვადასხვა ფორმით – სადღრეგრძელოებით, სიმღერებით, ლექსებით, შაირებით- გამოხატავდა თავის ემოციას. „მალე ჰესი აშენდება და ქალაქი გაშენდებაო“ ღიღინებდა ხალხი. ამ სახალხო განწყობას ჩემი მხრიდან ექსპრომტი შევუერთე- „შენ სოფელი აღარა ხარ, არა არა ნწუ, შენ პატარა ქალაქი ხარ ჩემო ჩხოროწყუ“ ეს გაშაირება მალე გავრცელდა ხალხში და ძალზედ პოპულარული გახდა ჩხოროწყუელებში.იმ დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რომელიც თავის ყოველთვიურ იუმორისტულ გაზეთს გამოსცემდა. მეგობრებმა ეს ექსპრომტი ამ გაზეთში გამოაქვეყნეს, რომლის შემდეგაც იგი კიდევ უფრო პოპულარული გახდა. რევაზ მიშველაძე რეზო მიშველაძემ, რომელიც ჩემი თანაკურსელი იყო, სიტყვა „ქალაქი“-ს ნაცვლად ჩასვა „პარიზი“ და ასე მივიღეთ ის ვერსია, რომელიც ამჟამად არის გავრცელებული. ჩემო ჩხოროწყუელებო, მოგესალმებით და გისურვებთ ჩვენი ლამაზი ჩხოროწყუ კიდევ უფრო დამშვენებულიყოს…. ომარ ჩიტაია ომარ ჩიტაია და ნატო ვაჩნაძე ო გამოყენებულია ციფრული ბიბლიოთეკა “ივერიელი”-ს რამდენიმე ფაილი ომარ ჩიტაია 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ძმებო მგოსნებო! next post ლუკა, რომელიც მსახიობობაზე ოცნებობს You may also like მოიდანახეს სასაფლაო ქვის საიდუმლო 04/06/2025 ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან 26/04/2024 რევაზ მებონია- რაც მახსენდება 23/03/2023 ოცინდალეს კომპლექსი ( ოსინდალე, ოსინჯალე) 22/02/2023 ჯუმითის ძველი ამბები 30/05/2022 საჩუქარი მუზეუმს 31/01/2022 ‘დეიძახის” ლოდი დეიძახის მღვიმესთან 13/06/2021 კოსტას და პელაგიას ოჯახის ამბავი 03/04/2021 ლესიჭინე 1938 წელს 17/03/2021 მამანტი კვირტია 13/03/2021