ხელოვნება, კულტურა და შემოქმედება იოსებ ახალაია- ახალგაზრდა მწერალი ჩხოროწყუდან by chkhorotskuge 21/01/2024 written by chkhorotskuge 21/01/2024 2.2K 22 წლის იოსებ ახალაია ჩხოროწყუელია .მან ოქროს მედალზე დაამთავრა ქვედა ჩხოროწყუს სკოლა, წარჩინებით ისწავლა ილიაუნში და უკვე ორი წიგნის ავტორია, რომლებმაც მკითხველებში და სპეციალისტებში აღიარება მოიპოვა ნოველა „ომის ათი დღე“ უკრაინაში მიმდინარე ომს შეეხება.ნაწარმოების მთავარ პერსონაჟებს, მარინე მჭედლიშვილსა და ავთანდილ შენგელიას ერთადერთი ქალიშვილი, თამარ შენგელია ჰყავთ. იგი უკრაინელ მამაკაცზე, ვსევოლოდ სტრელბიცკზეა დაქორწინებული. წყვილი უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ცხოვრობს შვილებთან: ალინასა და ვალენტინთან ერთად. ქართულ-უკრაინული ოჯახის მშვიდი და ჰარმონიული ცხოვრება თავდაყირა მას შემდეგ დგება, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. სირთულეები ადამიანებს ცვლიან. ვლინდება დადებითი და უარყოფითი შტრიხები „ოცნებების კვალდაკვალ“-იოსების მეორე ნაწარმოებია რომანში იოსები ისეთ მარადიულ გრძნობებს ეხება, როგორებიცაა მეგობრობა, სიყვარული, სიძულვილი, ეჭვიანობა იოსები მრავალმხრივი ადამიანია. ბავშვობაში სერიოზულად იყო დაკავებული ქართული ცეკვით, ქმნიდა ვლოგებს ისტორიაზე, შემეცნებით თემებზე. მასზე გავლენა ოჯახმაც მოახდინა. მამამისი ბესიკ ახალაია ჩხოროწყუს კულტურის სახლს ხელმძღვანელობს იოსების წიგნების ყიდვა შეგიძლიათ „ ბიბლუსის“ მაღაზიების ქსელში , აგრეთვე ონლაინ პლატფორმებზე ციფრული სახით [aiovg_video id=316529] 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post izrune.ge ჩხოროწყუელ ანასტასია ბეშკენაძეზე გვესაუბრება next post ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი გაწევრიანდა EU-UNDP-ის ქსელში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) You may also like ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული სახელოვნებო სკოლის სასწავლო... 04/02/2026 აკაკი ხორავას მუზეუმი ოჩხომურში 24/07/2025 ჩხოროწყუს სასკოლო თეატრალური ფესტივალი: ტრადიცია, გამოწვევები და სცენაზე... 15/06/2025 🎭 ჩხოროწყუელ და მუხურელ ახალგაზრდა მსახიობთა არაჩვეულებრივი მოგზაურობები... 06/06/2025 ანსამბლი „კოლხა“ — ჩხოროწყუს ხმა სცენიდან! 03/06/2025 ჩხოროწყუს მერიის კულტურის სამსახური განცხადებას აქვეყნებს 14/05/2025 ჩხოროწყუს მოსწავლეთა სახლში რეჟისორ დავით დარსალიას სპექტაკლის „სიკვდილთან... 10/05/2023 ინტერვიუ რეჟისორ დავით დარსალიასთან 21/02/2023