სიახლეები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი გაწევრიანდა EU-UNDP-ის ქსელში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) by chkhorotskuge 24/01/2024 written by chkhorotskuge 24/01/2024 1.9K მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG) არის ევროკავშირის ინიციატივა, რომელიც 2017 წელს ამოქმედდა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდასაჭერად. M4EG ინიციატივას 2021 წლიდან ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ქსელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 414 ადგილობრივი ხელისუფლებას აერთიანებს. ქსელი ფუნქციონირებს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, რომლის მიზანია მდგრადი და ინკლუზიური ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ეს გულისხმობს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ადგილობრივ დონეზე ეკონომიკურ ზრდის შესაძლებლობების შექმნას და მუნიციპალიტეტის პოზიტიურ ტრანსფორმაციას. ჩხოროწყუს მერიის ინფორმაცია M4EG ინიციატივის ფარგლებში შექმნილი ურბანული სასწავლო ცენტი (Urban Learning Center) წევრი მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს სთავაზობს სასწავლო პროგრამებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჭკვიანი და ინკლუზიური ქალაქები, ეკონომიკური განვითარების ახალი გზები, მწვანე და სამართლიანი ტრანსფორმაცია, დაფინანსების შესაძლებლობებზე წვდომა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა განვითარების პროცესში. მერიასაგარეო ურთიერთობები 0 comments 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post იოსებ ახალაია- ახალგაზრდა მწერალი ჩხოროწყუდან next post USAID/Georgia ჩხოროწყუელ პედაგოგ მელორ ცქვიტაიას სპეციალურ სტატუსს უძღვნის You may also like ჩხოროწყუს პირველი სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“-ის... 01/07/2026 ჩხოროწყუში პატრონიანი ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამა იწყება 01/07/2026 ჩხოროწყუში დიოდური ლაზერით ეპილაციის კაბინეტი გაიხსნა 01/07/2026 თიკო სიჭინავამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა 30/06/2026 ჩხოროწყუელი ახალგაზრდები სასწავლო-მოსამზადებელ ჯარის ბანაკში გაემგზავრნენ 30/06/2026 ჩხოროწყუში ბავშვებისთვის ფერწერის ერთთვიანი კურსი იწყება 30/06/2026 დაგეგმილი კონცერტი ჩხოროწყუში 1 ივლისისთვის გადაიდო 30/06/2026 ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია ამერიკაში იმყოფება 30/06/2026 ლესიჭინეს „ერთობამ“ U13 ჩემპიონატში სენაკის „ეგრისი“ 3:1 დაამარცხა 26/06/2026 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 22 ივნისიდან „მოყვარულთა თასი 2026“-ის მუნიციპალური... 21/06/2026