1.8K ზამთარი გვიახლოვდება და ენთუზიასტთა ჯგუფმა ახალი საქველმოქმედო ინიციატივა დაიწყო “წინ “დიდი ზამთარია” , როგორც იცით საკმაოდ ბევრი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე, ამ ყველაფრის ფონზე კი რაიონში ბევრ ადამიანს უჭირს.რა შეგვიძლია ჩვენ? ყველას ოჯახში თუ არა , საკმაოდ ბევრის ოჯახში მაინც არის “ზამთრის მარაგი” , კომპოტები/ჯემები ა.შ და ა.შ(თითო ოჯახმა 1 ქილა ნებისმიერი რამ რომ გამოყოს, საკმაოდ დიდი მარაგი შეგროვდება.——————————————————————————————- ვეცდებით, ყველაფრის იმგვარად მობილიზება-ორგანიზებას, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ მივაწოდოთ ამ ადამიანებს საჭირო ნივთები.გთხოვთ დაამატეთ ნებისმიერი ადამიანი, რომ საერთო ძალებით შევძლოთ! შემოუერთით ინიციატორებს სოციალურ ქსელში შესაძლებელია ტანსაცმლის, თანხის, სხვა საშუალებათა შემოწირვაც. . საქველმოქმედო აქციაში სხვა რეგიონებში თუ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებსაც მონაწილეობა შეუძლიათ გიზიარებთ ანგარიშის ნომერს, სადაც შეგიძლიათ გადმორიცხოთ ნებისმიერი ოდენობის თანხა. GE41LB0711140647356000 მიმღები: ელისაბედ შენგელია დანიშნულებაში, გთხოვთ, მიუთითოთ “ზამთრის მარაგი (ჩხოროწყუ) 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ჩხოროწყუს კინოკლუბი “დუბლი” სათემო ლიდერთა შეკრებაზე გამორჩეულ პროექტთა შორის დასახელდა next post ადვოკატი ელენე შენგელია ქველმოქმედების სანაცვლოდ უფასო იურიდიულ მომსახურეობას გთავაზობთ