ზაზა ლეჟავა იონოთერაპიისა და პალეოთერაპიის პერსპექტივების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

ავტორი: chkhorotskuge
0 კომენტარები

მდ. ხობისწყლის ხეობა (სოფ. მუხურის მიდამოებში) გამოირჩევა განუმეორებელი სილამაზით, უნიკალური ტყის მასივებით და ბუნების საინტერესო ფენომენებით – ჩანჩქერებით, გადაადგილებული ლოდებით, კარსტული წყაროებით (ვოკლუზებით), მღვიმეებით, სამკურნალო თვისებების მქონე თერმომინერალური წყაროებით (ლუგელა) და ა. შ. რაც მიმზიდველი და საინტერესოა ტურისტული და სპელეოტურისტული თვალსაზრისით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი აღნიშნულ რეგიონში მრავალი წელია ახორციელებს კარსტულ – სპელეოლოგიურ და სხვა მიმართულების კომპლექსურ კვლევებს. უახლესი სპელეოგამოკვლევების შედეგად ექსპერიმენტულად დადგინდა, რომ ხობისწყლის ხეობაში გამომდინარე ,,დეიძახის’’ ვოკლუზები წყალს საკმაოდ ვრცელი ტერიტორიიდან იკრებს.

თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის, თსუ მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ფიზიკური აღზრდის და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ მდ. ხობისწყლის ხეობაში (სოფ. მუხურში და მის მიდამოებში) განხორციელდა სპეციალური-კომპლექსური კვლევები აღნიშნული რეგიონის ტურისტული პოტენციალის გამოვლენის თვალსაზრისით. კვლევების შედეგად მიღებულ იქნა საინტერესო მონაცემები ამ რეგიონის ბიოკლიმატური მახასიათებლების (ტურიზმის კლიმატური ინდექსი და ჰაერის მსუბუქი იონების შემცველობა) შესახებ, რომლებიც უნიკალურია ამ ადგილის საკურორტო ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის. მდინარე ხობისწყლის ნაპირებთან, შურუბუმუს მღვიმესა და მიმდებარე ტყის ზოლში ჰაერში მსუბუქი იონების კონცენტრაციის გაზომვებმა აჩვენა აღნიშნული ტერიტორიის პერსპექტიულობა იონოთერაპიის და სპელეოთერაპიის თვალსაზრისით.

,დეიძახე’’–წარმოადგენს საქართველოს ერთ–ერთ უდიდეს მიწისქვეშა მდინარეს (მიწისქვეშა აუზის საზრდოობის ფართობი წინასწარი კვლევებით 30 კვ.კმ აჭარბებს), სადაც ერთი გენერაციის მქონე 20 კმ–ზე მეტი სიგრძის მღვიმური სისტემა უნდა არსებობდეს. აღნიშნულ სისტემაში შედის შიქშას ვოკლუზები, შურუბუმუს მღვიმე, ხეობაში არსებული სხვა კარსტული სიცარიელეები და მიგარიას მასივზე განვითარებული უფსკრულთა სისტემები. ჩამოთვლილი ბუნების ფენომენები და გარემო პირობები კარგ შესაძლებლობებს იძლევა რეგიონში ტურიზმის და სპელეოტურიზმის განვითარებისათვის.

banner

კვლევებით დადგინდა, რომ რეგიონში მასობრივი ტურიზმის განვითარებისათვის ხელსაყრელია თვეები მარტიდან ნოემბრის ჩათვლით, ხოლო სამკურნალოდ და გამაჯანსაღებელი ტურიზმისთვის წლის ყველა თვეა ხელსაყრელი.

ჩხოროწყუს რაიონის ხელმღვანელობა იმედია სათანადო ყურადღებას მიაქცევს და გამოიყენებს ამ უნიკალურ გარემოებებს საკუთარი რაიონის და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ქვეყნდება ავტორის ნებართვით. გამოყენებულია ზაზა ლეჟავას სტატუსში მოცემული ფოტომასალა 

შეიძლება დაგაინტერესოთ:

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00