CHKHOROTSKU.GE

გიორგი გულუა და მისი პოეზია

ავტორი chkhorotskuge

გიორგი ჩხოროწყუელი ახალგაზრდა კაცია.  23 წლის ასაკში  ცნობადი პოეტია და მისი ლექსები სოციალურ ქსელებში “ვირუსული” პოპულარობითაც სარგებლობს. საიტის ფორმატით შეუძლებელია მისი ხელოვნების სრული სახით წარმოდგენა.  მხოლოდ ნაწილი, ნახვად კი ნამდვილად ღირს….

მეგრული ლექსი


კოლხის კოლხური ლექსი

გიორგის ლექსები poetry.ge

გინდა, სად გინდა, რას მიქვიან ”მე შენთან მინდა”
შენზე კარგად ვარ სულ რაღაცა ორი სიკვდილით,
არც მიფიქრია ის სიცოცხლე რამდენი ღირდა,
რომელიც უკვე დავკარგე და ვეღარ ვიყიდი.

შენ არ იყავი მესაფლავე იმ პარასკევის,
იასონი რომ გაასვენა სულ სხვა მედეამ,
უფერულად თოვს ამ დილეგში და დავასკვენი,
რომ მიგატოვე საყვარელო, მერამდენეა.

არც გალაკტიონს არ ყოლია სულში დემონი,
ვერც ანგელოზებს მოუწმინდავთ გრანელის ზეცა,
დარჩი იცოცხლე! იმსახურებ ლექსებს მემგონი,
შენ ხომ იმ ქვეყნად უსახლკაროს საცოლე გერქვა.

გავყურებ ახლა შორ აღმოსავლეთს,
მთებს იქით უფრო ბევრი მთებია…
მზესუმზირები ვერსად ვერ წავლენ,
ცას უმზერენ და მზეზე თბებიან.

რასაც ვხედავდი ისიც ჩავიდა,
ამოსვლა მაინც ლეგენდურია.
ყოველდღე ვიწყებ სუნთქვას თავიდან
და ღამეებიც მზეს ემდურიან.
ჩვენი შეხვედრა ნულოვან ენს ჰგავს,
აღარ არსებობს – აქსიომაა.
ხეები შორ-შორ უფრო ღრმა ფესვს დგამს,
მეტი თუ არა, ასი რომაა…რწყავდნენ ქალები პლაჟის ყვავილებს,
იყო ამინდი ოდნავ უჟმური,
მზეს დააბრალეს სხივებყავისფერს,
შემოღამებაც მულანმრუჟური.რაც კი გიგრძვნია გეთქვა ცისაურ
ნატვრა-ნატვრებით გამონაყრება.
მხოლოდ ის ვიცი, ვუსმენ ზღვის ხმაურს,
რომელიც სახლში აღარ გამყვება.
ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩხოროწყუს ციფრული არქივი

ჩვენი ამბიციური პროექტი

სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

ერთად შევქმნათ სამოქალაქო სივრცე

  ააიპ "საქართველოს რეგიონების სივრცე"  ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.   

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს  ელექტრონული ქსელი

ჩხოროწყუს ელექტრონული ქსელი

ჩვენ  ვქმნით  ჩხოროწყუს ელექტრონულ ქსელს, რომელიც  მოიცავს  ინფორმაციათა ფართო ქსელს ჩხოროწყუს  და  საქართველოს რეგიონების შესახებ

Need Help? Chat with us
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00