ერატიკული ლოდები შურუბუმუს არეალში

ავტორი chkhorotskuge

სოფელ მუხურში, მდინარე დეიძახის მიდამოებში, კოტეჯებიდან ცოტა მოშორებით, ერატიკული ლოდები მდებარეობს.

პირველი ლოდი ჩამოტანილია 20 კილომეტრის მანძილიდან. მისი წონაა 160 ტონა, გარშემორტყმულობა — 16 მეტრი, სიმაღლე — 5 მეტრი.

ერატიკული, ეგრეთ წოდებული მოხეტიალე ქვები

ერატიკული ლოდები საინტერესო ბუნებრივ მოვლენას წარმოადგენს. ისინი ძველ პერიოდში მოწყდნენ მყინვარებს ან ავთენტურ ადგილს და ახალ ადგილზე გადაინაცვლეს.

აქვთ სანახაობრივი ეფექტი და მეცნიერთა ყურადღების ობიექტშია. საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ლოდია.

აღნიშნულთან დაკავშირებით იხილეთ იგორ ფიჩხაიას განმარტება.

https://www.facebook.com/reel/940196131959748/
იგორ ფიჩხაია
იგორ ფიჩხაია

იქვე განლაგებულია მეორე ერატიკული ქვა, რომელიც ათასწლეულების წინათ დაუმუშავებიათ და ვეშაპის ფორმა მისცეს. ვეშაპი მითოლოგიურ წარმოდგენებში მფარველად ითვლებოდა.

ქვის ვეშაპი

პირველ ერატიკულ ქვაზე ჯვარი აღიმართა, ქვა ეკურთხა და საზოგადოებისათვის გაცნობა დაიწყო. შურუბუმუს არეალი ტურისტებისათვის მნიშვნელოვან პუნქტად შესაძლოა იქცეს.

Have any thoughts?

Share your reaction or leave a quick response — we’d love to hear what you think!