მთავარი გვერდი » სიახლეები » გიორგი გოგუა -ყველგან და ყოველთვის ვეცდებით ჩვენი ჩხოროწყუს სახელი ისმოდეს!

გიორგი გოგუა -ყველგან და ყოველთვის ვეცდებით ჩვენი ჩხოროწყუს სახელი ისმოდეს!

ავტორი chkhorotskuge
0 კომენტარები

ჩხოროწყუს ახალგაზრდული სათათბიროს თავმჯდომარე გიორგი გოგუა

2025 წლის 2-3 თებერვალს ვიმყოფებოდი საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაცია – Ayacg -ის მიერ განხორციელებული პროექტის, “მუნიციპალური ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების შესაძლებლობების გაძლიერება” დასკვნით, შემაჯამებელ ღონისძიებაზე, სადაც პროექტის დონორებს ასოციაციამ წარუდგინა ანგარიში.

blank

📌 პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების კომპეტენციებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას, საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის ხელშეწყობას. ორ ეტაპად განხორციელებულმა ინიციატივამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საბჭოების ეფექტურობა, ხოლო წევრები აღჭურვა აუცილებელი ცოდნითა და უნარებით.

blank

📌 შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაცია საქართველოს მასშტაბით მუნიციპალიტეტებში არსებულ მერის ახალგაზრდულ სათათბირო ორგანოებს – მრჩეველთა საბჭოებს აერთიანებს და საფუძველს უყრის ამ მნიშვნელოვანი ორგანოების მტკიცე კავშირს.

banner
blank

📌ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო 2018 წლიდან ფუნქციონირებს და მერიის უშუალო თანადგომითა და ხელშეწყობით მნიშვნელოვან და საამაყო ახალგაზრდულ პოლიტიკას აწარმოებს.

🔷 მინდა სიამაყით აღვნიშნო: რომ არა ის განსაკუთრებული ყურადღება, რომელსაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდულ მიმართულებას აქცევს და რომ არა მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა, რომელსაც ჩხოროწყუს ახალგაზრდული სათათბირო იღებს მუნიციპალიტეტის მერიისგან, ჩვენი გუნდი საამაყო და მდგრად საქმიანობას ვერ აწარმოებდა!

სწორედ ამგვარ თანამშრომლობაზე დაფუძნებული საქმიანობა განაპირობებს წარმატების სამომავლო პერსპექტიულობას!

blank

📌აქვე კი, იმ გუნდის სახელით, რომლის ლიდერობის პატივი და ნდობა მერგო, მინდა მადლობა გადავუხადო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას, ჩვენი გუნდის წარმატების გარანტიას, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურსა და საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციას.

📌 ჩვენ ერთად, ერთიანი ძალებითა და შესაძლებლობებით განვაგრძობთ განვითარების მაღალ გზებზე სიარულს. ყველგან და ყოველთვის ვეცდებით ჩვენი საამაყო ჩხოროწყუს სახელი, მაღალი ეშალონებიდან ისმოდეს!

ასევე იხილეთ:

@2022 – All Right Reserved. Lasha Mebonia 

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00