1.3K მე შემიძლია ფანქრის და ფურცლის მეშვეობით ვიყო თავისუფალი… ბლიც ინტერვიუ ლუკა პერტაიასთან 🔷დავიბადე — კირცხში🔷ვცხოვრობ — ქვედა ჩხოროწყუში🔷გახლავარ — დამწყები მხატვარი ლუკა პერტაიას შემოქმედება ლუკა პერტაიას გამოფენა🔷რა არის მხატვრობა?!— სიმშვიდე და სათქმელის მარტივად გადმოცემა🔷ხატვა ჰობია?!— ჰობზე ბევრად მეტი…🔷რას არ შეცვლიდი?!— ამჟამად არაფერს🔷როგორია მხატვრის ხასიათი?!— გაუგებარი… 🔷ამოჩემებული ჟანრი — არ მაქვს! სულ ვცდილობ რაიმე ახალი ვცადო…🔷დაასრულე ფრაზა: მე შემიძლია — ფანქრის და ფურცლის მეშვეობით ვიყო თავისუფალი… 🔷როდის მოდის მუზა?— ყოველთვის და მოულოდნელად🔷რაზე ოცნებობ?!— იაპონიაში წასვლაზე🔷რას გეგმავ— ოცნების ასრულებას!🔷სიმშვიდე — ხატვის პროცესია…🔷რომ არა მხატვრობა— არ ვიქნებოდი ის, ვინ დღეს ვარ🔷სრულყოფილება როდის მოდის— არასდროს!🔷რაზე ბრაზდები?!—ნახატებზე (იცინის)🔷რა გაბედნიერებს?!—ნახატები🔷რითი ამაყობ?!— ოჯახით 🔷რითი ხარ ბედნიერი?!— იმ გზით, რომელსაც მივყვები…🔷რა გიყვარს?!— მხოლოდ ხატვა!🔷საყვარელი მხატვარი?!— ვინსენტ ვანგოგი🔷საყვარელი ნახატი?!— ვანგოგის ვარსკვლავიანი ღამე🔷სხვა გატაცება — ანიმეს ყურება🔷საყვარელი ფრაზა — “უფრო ღირსეული იქნებოდი, ვიდრე ხარ, შენს ღირსებას ასე ხშირად რომ არ ახსენებდე.” -უილიამ შექსპირი🔷რის შეცვლაზე ოცნებობ?!— არაფრის🔷სამყაროს რომელ ფერებში დახატავდი — აბსოლიტურად ყველა ფერში, იქნებ ამით მაინც დაიფაროს ეს უფერული ადგილები!🔷 ის, რაც ლუკაზე არ ვიცით — ძალიან ცუდი ხასიათი მაქვს🔷დაასრულე ფრაზა: ჩხოროწყუ ჩემთვის — ყველაფერია…🔷რჩევა გვერდს – My City Chkhorotsku-ს — უფრო მეტი გამოკითხვა ჩაატარეთ პატივისცემით, My city Chkhorotsku-ს ადმინი 0 FacebookTwitterEmail chkhorotskuge previous post ახალი ხიდი ხანწკის უბანში და “ბონდის ხიდის” აღდგენა next post ბლიც-ინტერვიუ ნინო შენგელიასთან